ბისკვიტის ტორტი ბანანით: უბრალოდ ღვთაებრივია

690

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელ ტორტს თქვენი ყოველდღიური სუფრის გასამრავალფეროვნებად. ბისკვიტის ტორტის მოყვარულები ამ გემრიელობას ღირსეულად დააფასებენ.

რეცეპტი საკმაოდ მარტივია, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს. ტორტი რბილი და ჰაეროვანი რომ გამოვიდეს, მაიონეზი დაუმატეთ. ამ რეცეპტით ბისკვიტის მომზადება სცადეთ და სხვა ვარიანტებს დაივიწყებთ. ბისკვიტს ბანანი–რძის ტკბილი კრემი დაუმატეთ და მრავალი ფენა გააკეთეთ.

მენდეთ, ასეთი გემრიელობა გულგრილს არავის დატოვებს. რეცეპტი შეინახეთ და ისიამოვნეთ.

ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 200 გრ შაქრის ფხვნილი
  • 300 გრ მაიონეზი
  • 570 გრ შესქელებული რძე
  • 400 გრ ფქვილი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 3 ბანანი
  • 150 გრ კარაქი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ცალკე თასში კვერცხი და შაქრის ფხვნილი აურიეთ. მიქსერით სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. ახლა მაიონეზი და 1 ქილა შესქელებული რძე დაუმატეთ. კვლავ კარგად აურიეთ.
  3. ახლა გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ნაწილ–ნაწილ მზა მასას დაუმატეთ. მუდმივად მიქსერით აურიეთ.
  4. კარგად მოზელილი ცომი 3-4 ნაწილად დაყავით.
  5. თითოეული მათგანი 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. ამრიგად, 3-4 ფენა გამოგივათ.
  6. კრემის მომზადებას შეუდექით.
  7. ამისთვის, ბანანი გაასუფთავეთ და ბლენდერით ერთგვაროვანი პიურე მიიღეთ.
  8. ნახევარი ქილა შესქელებული რძე და გამდნარი კარაქი დაუმატეთ. კვლავ კარგად აურიეთ.
  9. ამის შემდეგ ტორტის აწყობა დაიწყეთ.
  10. თითოეულ ბისკვიტის ფენას მზა კრემი წაუსვით და ერთმანეთს დაადეთ. ზედა გვერდითა ნაწილებიც კრემით დაფარეთ. დაჭრილი ბანანით, ნუშით და ქოქოსის ფანტელებით მორთეთ. ამის შემდეგ მაცივარში 2-3 საათით შეინახეთ.
  11. გემრიელად მიირთვით!