დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ძალიან მარტივი, ადვილად მოსამზადებელი, არომატული და ძალიან გემრიელი ბისკვიტის ნამცხვარი მარწყვით.
ბისკვიტი, ნაღების კრემი და ქორფა მარწყვი-ეს საკონდიტრო კლასიკაა.
ინგრედიენტები ბისკვიტისთვის
8-9 ც 12-13 სმ დიამეტრის ბისკვიტი
- 50 გრ ფქვილი
- 2 ც საშუალო ზომის კვერცხი
- 50 გრ შაქარი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 300 მლ ნაღები 33-35%-იანი
- 20-30 გრ შაქრის პუდრი
- 200-300 გრ მარწყვი
- შაქრის პუდრი გასაფორმებლად
მომზადების წესი
- ცხობისთვის ჩვენ დაგჭირდებათ 8-9 ცალი საცხობი ქაღალდი 15×15 სმ დიამეტრის. ქაღალდის უკანა მხარეს დახატეთ 12-13 სმ დიამეტრის წრე.
- ჯერჯერობით ქაღალდი გვერდზე გადადეთ და მოამზადეთ ბისკვიტის ცომი. ათქვიფეთ კვერცხი, თანდათან დაუმატეთ შაქარი და მიქსერის სიმძლავრე გაზარდეთ.
- მასა უნდა იყოს ბეზესებრი.
- ბოლოს მასას დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ ფრთხილად, რომ ცომმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს მოცულობა.
- ქაღალდებზე დახატულ თითოეულ წრეში მოათავსეთ 1 ს.კ. ცომი და გადაანაწილეთ ირგვლივ.
- ცომიანი ქაღალდები მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე, მათ გამოსაცხობად დაახლოებით 6-8 წუთია საჭირო. აუცილებელია, რომ ბისკვიტი ძალიან არ გამოშრეს, რადგან როდესაც მას ფორმას შეუცვლით, არ გატყდეს.
- ბისკვიტებს გამოცხობისთანავე მოაშორეთ ქაღალდი და გააცივეთ.
- თუ ბისკვიტები ან მისი კუთხეები მაინც გამოშრა, სიტუაციის გამოსწორებას ამ გზით შეძლებთ: გადააბრუნეთ ბისკვიტი და სველი, მაგრამ კარგად გაწურული ხელსახოცი დააფინეთ და გააჩერეთ 10 წუთით.
- ბისკვიტი ძალიან ადვილად უნდა გადაიკეცოს.
- დაჭერით მარწყვი.
- ათქვიფეთ ცივი ნაღები შაქართან ერთად, რომ მიიღოთ მდგრადი მასა. საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ ნაღების კრემი და გაუკეთეთ ნახვრეტი კბილის ჩხირით.
- ბისკვიტის ცენტრში წაუსვით კრემი ზოლებად, დაალაგეთ მარწყვი ზემოდან და კვლავ ნაღების კრემით დაფარეთ.
- ბისკვითი ფრთხილად გადაკეცეთ და გააფორმეთ მარწყვით.
- ნამცხვრებით სავსე თეფში მოათავსეთ მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს. სანამ დესერტით მეგობრებს გაუმასპინძლდებით, შეგიძლიათ ზემოან შაქრის პუდრი მოაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!