ბერძნული ჭარხლის სალათი: მხოლოდ 3 ინგრედიენტი, რომელთა ნაზავი საუცხოო კერძად იქცევა

1775

ბავშვობაში ყველას გვძულდა მოხარშული ბოსტნეული და მათგან მომზადებული კერძები. რაც თავი მახსოვს, დედაჩემი ძალით მაჭმევდა ბორშს ან ვინეგრეტს.

დღეს “გასტრონომიას” რედაქცია გთავაზობთ ჭარხლის სალათის რეცეპტს ნიგვზით, რომელიც სულ სხვაგვარად წარმოაჩენს ბოსტნეულის კერძებს. ასეთ სალათს ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ჭარხალი
  • 125 მლ ბერძნული იოგურტი
  • 50 გრ ნიგოზი
  • 1 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 1 კბ ნიორი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გამოაცხვეთ ჭარხალი ღუმელში ან მოხარშეთ. მოაცილეთ კანი და დაჭერით მომცრო კუბებად.
  2. დაჭერით წვრილად ნიგოზი.
  3. ღრმა სასალათეში მოურიეთ ყველა ინგრედიენტებს, დაამატეთ ბერძნული იოგურტი, გატარებული ნიორი, ღვინის ძმარი და სუნელები.

მზა სალათი მორთეთ ნიგვზით ან დაჭრილი მწვანილით. შეგიძლიათ ცოტაოდენი ბრინზა ან მოცარელა დაუმატოთ – ყველი სალათს საინტერესო გემოს შესძენს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!