ბებია ხორცს მომზადებამდე წყალბადის ზეჟანგში აჩერებს და აი, რატომ

228

ბებია ხშირად ღიმილით იხსენებს ძველ დროს, როცა ახალგაზრდა და ბედნიერი იყო. მისი საუბრებიდან ხორცის დარბილების მეთოდი გავიგე, რომელიც დღესაც გამოგადგებათ.

დღეს სუპერმარკეტები ადგილობრივი თუ უცხოური წარმოების პროდუქტებით სავსეა, ხოლო ძველად პროდუქტების შოვნა რთული იყო. თუ ახლა ამდენ პროდუქტში არჩევა გვიჭირს, ადრე პირიქით იყო. დეფიციტი ბარდის კონსერვსაც ეხებოდა. ხორცზე საუბარი არაა. ადამიანებს რიგში მოთმინებით დგომა უწევდათ. ხარისხიანი და ვარგისი ხორცის ნაჭრების ნაცვლად უხეში ხორცით დაკმაყოფილება უწევდათ.

ხორცის დარბილების მეთოდი

დიასახლისებმა უხეში ხორცის დასარბილებად მეთოდი მოიფიქრეს. ამ ხრიკით ხორცი სადღაც ნახევარ საათში რბილდება. ამ მიზნით მხოლოდ სახლში არსებულ საშუალებას იყენებდნენ.

ხრიკი ნამდვილად გამოსადეგია. ახლა გამყიდველები და მწარმოებლები ვალდებულნი არიან, რომ ხარისხიანი ხორცის ნაჭრები გაყიდონ, მაგრამ შეცდომით შეიძლება უხეში ხორცი შეგხვდეთ. ხორცის გადაგდება რომ არ მოგიწიოთ, ბებიას მეთოდი გამოიყენეთ.

წყალბადის ზეჟანგი და წყალი 1:2 პროპორციით აურიეთ და ნარევში ხორცი 30 წუთით გააჩერეთ. ხორცი დარბილდება და ხორცსაკეპ მანქანაში უკეთ გაატარებთ. მეთოდი კარგი სადეზინფექციო საშუალებაა. უსიამოვნო სუნსაც მშვენივრად უმკლავდება.

აუცილებლად დაიმახსოვრეთ ბებიას უმარტივესი მეთოდი ხორცის დასარბილებლად. რა თქმა უნდა, სჯობს არ დაგჭირდეთ, მაგრამ ამის ცოდნა შესაძლოა გამოგადგეთ!