ბაზილიკით მომზადებული კერძების რეცეპტების ჩამონათვალი

2457

ეთერზეთებით მდიდარ ბაზილიკას ტყუილად არ უწოდებენ “სამეფო ბალახს”. ამ ერთწლოვან ბალახოვან მცენარეს შეუძლია ჩვენთვის კარგად ნაცნობის კერძების გაჯერება სასიამოვნო არომატითა და უნიკალური გემოთი.

ბაზილიკის ახალი ფოთლები ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და სასარგებლო ელემენტების შეწოვას, ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას. ამიტომ, ეს სურნელოვანი ბალახი ხშირად ურევია რთულად მოსანელებელ კერძებში, განსაკუთრებით ხორცში.

ინდოეთში ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ბაზილიკის რამდენიმე ფოთოლსაც კი შეუძლია წყლის გაწმენდა და დეზინფიცირება. ხოლო ფანჯრის რაფაზე ამოსულს ბაზილიკას თავისი არომატით შეუძლია მთელი ოჯახის დაცვა ვირუსებისა და გაციებისგან.

ბაზილიკის ფოთლები

მეცნიერები ადასტურებენ, რომ ბაზილიკის სარგებლიანობა უდავოა და ჩვენ გთავაზობთ ამ “სამეფო ბალახისგან” მოამზადოთ 5 გემრიელი, არომატული და მსუბუქი კერძი.

საშინაო სოუსი პესტო

სოუსი პესტო იდეალურია ხორცთან და თევზთან, ასევე მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ შესანიშნავი მარინადი ქათმის ან ორაგულისთვის. ეს სოუსი შეგიძლიათ მაიონეზის ნაცვლად გამოიყენოთ, რადგან იგი მასზე გაცილებით გემრიელია და ნებისმიერ კერძს პიკანტურ გემოს მატებს.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ბაზილიკა
  • 150 გრ ფიჭვის კაკალი
  • 5 კბილი ნიორი
  • 150 გრ პარმეზანი
  • 150 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1/4 ჩ.კ. ზღვის მარილი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ მწვანე ბაზილიკის ახალი ფოთლები და სამზარეულოს ხელსახოცით გააშრეთ.
  2. გაარჩიეთ ნიორი და წვრილად გახეხეთ პარმეზანი. ელიტური პარმეზანის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მაგარი ყველი, იგივე პროპორციით.
  3. დაუმატეთ ზღვის მარილი. იოდირებულიც ასევე შესაფერისია.
  4. შემდეგ დაუმატეთ ფიჭვის კაკალი. კლასიკურ რეცეპტში ფიჭვის კაკალს იყენებენ, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ შეგიძლიათ იგი ბერძნული კაკლით ჩაანაცვლოთ. აუცილებლად გააცალეთ კანი, რათა სოუსი არ იყოს მწარე.
  5. მშრალი ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მასა უნდა იყოს ფხვიერი, მაგრამ არა ფაფუკი.
  6. სოუსს დაუმატეთ ზეითუნის ან სელის ზეთი. კვლავ დააბლენდერეთ. მნიშვნელოვანია ზეთი თანდათანობით დაუმატოთ, რათა იგი კარგად შეერწყას სხვა ინგრედიენტებს.

ლავაში გრილზე პომიდვრითა და ყველით

გრილზე მომზადებული ლავაში პომიდვრითა და ყველით ნამდვილი ვეგეტარიანული საჭმელია. კერძი ძალიან გემრიელი, წვნიანი და არომატული გამოდის და იგი იდეალურია პიკნიკებზე მოსამზადებლად.

ინგრედიენტები

  • 3 ც თხელი სომხური ლავაში
  • 1/2 თავი ყველი სულგუნი
  • 3 ც პომიდორი
  • 1 მუჭა ოხრახუში
  • სევანის მარილი გემოვნებით
  • ხმელი სუნელი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. წვრილად დაჭერით ყველი, პომიდორი და მწვანილი.
  2. აურიეთ ყველა ინგრედიენტი.
  3. მოათავსეთ შიგთავსი ლავაშში.
  4. შეწვით ნახშირზე ყველის გადნობამდე.
  5. გემრიელად მიირთვით!

ბულგარული ტარატოლი

ნაბახუსევზე ბულგარული ტარატორის წვნიანზე უკეთეს რეცეპტს ვერ იპოვით. იგი გამამხნევებელი და არომატულია, სწრაფად და მარტივად მზადდება და აქვს იდეალური გემო. ტარატორი პოპულარული კერძია ბულგარეთში, მაკედონიაში, თურქეთსა და ალბანეთში, ხოლო საბერძნეთში ეს კერძი ცნობილია “ცაციკის” სახელით და მას სოუსის სახით ამზადებენ.

ინგრედიენტები

  • 1 ლ კეფირი
  • 3 ც კიტრი
  • 0,5 ჭიქა მიწისთხილი
  •  ოხრახუში, კამა, ქინძი, ბაზილიკა გემოვნებით
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ და გახეხეთ კიტრი, ზემოდან კეფირი მოასხით.
  2. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და დაბლენდერებული მიწისთხილი.
  3. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ.
  4. მიირთვით ცივ მდგომარეობაში.

არომატული პასტა პომიდვრითა და ბაზილიკით

პასტა პომიდვრით, ბაზილიკითა და ნივრით ნამდვილი ჰიტია, რომელმაც ჩვენამდე იტალიიდან მოაღწია და უკვე დაიპყრო მილიონობით ადამიანის გული. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კერძის მომზადება ძალიან მარტივია, გემო კი უბრალოდ შეუდარებელი.

ინგრედიენტები

  • 450-475 გრ პომიდორი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1/2 წითელი ხახვი
  • 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. წითელი პილპილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 450 გრ სპაგეტი
  • 1/4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი (ან სხვა მაგარი ყველი)
  • 1 კონა ბაზილიკა
  • ბეგქონდარა და ორეგანო გემოვნებით
  1. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე. შეწვით დაჭრილი ხახვი და ნიორი 2 წუთით.
  2. შემდეგ დაუმატეთ სანელებლები და დაჭრილი მწვანილი, ბაზილიკის გარდა. მსუბუქად შეწვით. როდესაც ნიორი მიიღებს მოყავისფრო ფერს, დაუმატეთ პომიდორი და შაქარი.
  3. მოურიეთ მასას და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. მოამზადეთ პასტა წყალში (წინასწარ მოაყარეთ მარილი). იგი ბოლომდე არ უნდა მოხარშოთ. მზა პასტას დაუმატეთ სოუსი.
  4. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და ბაზილიკა. მოურიეთ და დააგემოვნეთ.
  5. გემრიელად მიირთვით!

პომიდვრის სუპი ბაზილიკით

ინგრედიენტები

  • 2 ც ხახვი
  • 6 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 8-10 ც პომიდორი
  • 1/2 ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 ჩ.კ. იტალიური ბალახი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 200 მლ ნაღები
  • 1 კონა მწვანე ბაზილიკა
  • 70 გრ ბრინძა
  1. წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით ზეთში, სანამ დარბილდება, შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და შეწვით 2 წუთით.
  2. პომიდორს კანი გააცალეთ და დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე.
  3. ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს პომიდვრის პიურე და ხახვი, დაასხით ბოსტნეულის ბულიონი და მოადუღეთ.
  4. მასას ზემოდან შაქარი, მარილი, პილპილი და იტალიური მწვანილი მოაყარეთ.
  5. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთით.
  6. დაუმატეთ ნაღები და დაჭყლეტილი ნიორი. მოურიეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთით.
  7. მიირთვით კუბებად დაჭრილ ბრინძასთან ან კრეკერთან ერთად.