ბადრიჯნის კონსერვი ზამთრისთვის ბოშა ქალის რეცეპტით

363

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ბოშა ქალის რეცეპტით ბადრიჯნის და პომიდვრის კონსერვი მოამზადოთ. ინგრედიენტების კომბინაცია უბრალოდ შეუდარებელია. მომზადების პროცესი მარტივი არაა, მაგრამ შედეგი ამად ღირს. საოცრად ცხარე წასახემსებელია!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 2 კგ პომიდორი
  • 1 თავი ნიორი (100 გ)
  • 10 ტკბილი წიწაკა
  • 2 ს/კ ძმარი (9%)
  • 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა
  • 6 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 კონა კამა
  • 200 გ ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. ნიორი გაწმინდეთ და დააბლენდერეთ. კამა წვრილად დაჭერით.

2. ბადრიჯანი გარეცხეთ და 1-1,5 სმ სისქის რგოლებად დაჭერით. ბადრიჯანი ორივე მხრიდან მცენარეულ ზეთში ცხელ ტაფაზე შეწვით.

3. წიწაკა გაწმინდეთ და ოთხად გაჭერით, წინასწარ ყუნწები და თესლი მოაშორეთ. წიწაკა ორივე მხრიდან მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

4. პომიდორი გარეცხეთ და ოთხად დაჭერით. ხორცსაკეპში გაატარეთ. პომიდვრის პიურე ქვაბში ჩაასხით და ქურაზე დადგით. სუსტ ცეცხლზე დუღილის მომენტიდან 30 წუთით ხარშეთ. ნიორი და მწვანილი დაუმატეთ. მარილი და შაქარი მოაყარეთ, ოდნავ აურიეთ. შავი წიწაკა და ძმარი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ.

5. ქილები ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით გაასტერილეთ. თითოეული ქილის ძირში 4 ნაჭერი ბადრიჯანი და 2 ნაჭერი წიწაკა დაუმატეთ. 2 ჩამჩა პომიდვრის სოუსი დაასხით. კვლავ 4 ნაჭერი ბადრიჯანი და 2-3 ნაჭერი წიწაკა დაუმატეთ. ისევ სოუსი დაასხით. ასე კიდევ ერთი ფენა დაუმატეთ. ზედა ფენა პომიდვრის სოუსი უნდა იყოს. ჩანგლით ჩატუმბეთ.

6. ქილები სტერილური თავსახურებით მოხუფეთ. გადააბრუნეთ და გაგრილდება თბილად შეფუთეთ. ბნელ გრილ ადგილას შეინახეთ. გემრიელად მიირთვით.

ბადრიჯნის კონსერვი შეგიძლიათ მოამზადოთ სოუსის გარეშე, შემწვარი პომიდვრის რგოლებით, ფენებს შორის ნივრით. ძმარი და შაქარი საჭირო არაა. გემრიელად მიირთვით.