ბადრიჯანს პრინციპულად არ ვწვავ, ჩემს გამოცდილ რეცეპტს ვიყენებ

594

ახლა ბადრიჯნის სეზონი გახურებულია. ჩემი პრინციპი მაქვს: მაქსიმალური რაოდენობის სეზონურ ბოსტნეულს ვამზადებ და მოვიხმარ. შემდეგ დახლებიდან ქრება ან ძვირდება. სწორედ ამიტომ, სანამ დროა გულს ვიჯერებ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ მოშუშული ბადრიჯანი ნივრით. არაფრის შეწვა არ დაგჭირდებათ! ამ რეცეპტის შემდეგ ბადრიჯნის შეწვას შეწყვეტთ. მხოლოდ ასე მოამზადებთ.

მოშუშული ბადრიჯანი ნივრით

ინგრედიენტები:

  • 900 გ ბადრიჯანი
  • 2 კბილი ნიორი
  • ზეითუნის ზეთი
  • ტკბილი პაპრიკა
  • ქინძი
  • კვლიავი
  • დაფქული კოჭა
  • ოხრახუში
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პატარა ზომის ბადრიჯნები შეარჩიეთ. ფეხი მოაჭერით, მაგრამ ყუნწი დატოვეთ. წვერიც მოაჭერით. ახლა ბადრიჯანი 8 ნაჭრად ჩაჭერით, მაგრამ ბოლომდე არა, რომ არ დაიშალოს. რაღაც ბადრიჯნის ყვავილის მსგავსი გააკეთეთ.

2. დიდ თასში წყალი ჩაასხით, ცოტა მარილი დაუმატეთ და აურიეთ. ამ ხსნარში ბადრიჯანი 10 წუთით გააჩერეთ.

3. ცალკე თასში ცოტა მარილი და ხმელი სანელებლები აურიეთ. ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ზუსტად 40 მლ საკმარისია. დაჭრილი ოხრახუში და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4. ბადრიჯნები წყლიდან ამოიღეთ. თითოეულს შიგნიდან სანელებლების ნარევი წაუსვით. მთელ ბოსტნეულზე თანაბრად გაანაწილეთ.

5. ბადრიჯნები სწრაფი ხარშვის ქვაბში მოათავსეთ. ძირში ცოტა წყალი და მცენარეული ზეთი დაასხით. თუ სწრაფი ხარშვის ქვაბი არ გაქვთ, ნებისმიერ სქელძირიან ქვაბში ჩაშუშეთ. სუსტ ცეცხლზე 15-20 წუთით მოშუშეთ. ამის შემდეგ სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ!

ამ მეთოდით მომზადებული ბადრიჯანი ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. სწრაფად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე კეთდება, სამაგიეროდ რამდენ სიამოვნებას მოგანიჭებთ. სეზონი მაქსიმალურად სასარგებლოდ გაატარეთ.