ბადრიჯანი ხორცის შიგთავსით: უბრალოდ დაჭერით, დატენეთ ფარშით და მზადაა

1977

ბადრიჯანი ჩინურად – ცხარე კერძია ჯანჯაფილის, ნივრის, ქუნჯუთისა და ყურძნის ძმრის დამატებით. სწორედ ასეთი წარმოდგენა გვაქვს მასზე. თუმცა, ისევე როგორც კარტოფილის მომზადების უამრავი ხერხი არსებობს, იგივეა ბადრიჯნის შემთხვევაშიც და ჩინელ მზარეულებს სხვადასხვა საინტერესო რეცეპტები აქვთ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ დღეს: ბადრიჯანი ხორცის შიგთავსით. აირჩიეთ მომცრო ნაყოფები. კანის გათლა საჭირო არ არის. უბრადლო გაჭერით შუაზე და დატენეთ ფარშით. თუ როგორ, იხილეთ რეცეპტში.

ინგრედიენტები

  • 4 ც ბადრიჯანი
  • 400 გრ ღორის ფარში
  • 2 ჩ.კ. სოიოს სოუსი
  • 1,5 ჩ.კ. სახამებელი
  • 100 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხის გული
  • 2 გრ გამაფხვიერებელი
  • 120 მლ წყალი
  • 500 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. ბალზამიკო
  • 3 ს.კ. ტომატის სოუსი

მომზადება

  1. შეურიეთ ღორის ფარში, სოიოს სოუსი და 1 ს.კ. სახამებელი.
  2. გაჭერით ბადრიჯნები შუაზე. ყოველ გაჭრილ ნაწილში 2-3 სმ სიგძეზე რამდენჯერმე ჩაჭერით.
  3. შეავსეთ ჭრილები ფარშით.
  4. ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ წყალი, ფქვილი, გამაფხვიერებელი.
  5. ამოავლეთ ბადრიჯნები მიღებულ მასაში.
  6. აადუღეთ ზეთი ღრმა ქვაბში. სათითაოდ შეწვით ბადრიჯნები.
  7. გაახურეთ ტაფა, დაასხით ცოტაოდენი ზეთი, დაუმატეთ ტომატის სოუსი და შეწვით ზეთის შეწითლებამდე. დაამატეთ ბალზამიკო, 0,5 ჩ.კ. სახამებელი, 2 ს.კ. თბილი წყალი. გამორთეთ გაზქურა, როცა მასა შესქელდება.
  8. მოასხით ბადრიჯანს მიღებული სოუსი.

უგემრიელესი ბადრიჯნის კერძი მზადაა! ის ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს, რადგან იერსახეც წარმოსადეგი აქვს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!