ბაბუის რეცეპტით მომზადებული ლორი – ეს ნამდვილად შედევრია!

513

ყველაზე კარგი საჩუქარი ისაა – რომლის შეჭმაც შეიძლება. მშობლებმა სოფლიდან ჩამომიტანეს შებოლილი ლორი. ბავშვობიდან ბაბუამ ძალიან შემაყვარა და დღემდე მიყვარს. საკუთარი ხელით ამზადებდა ბაბუაჩემი.

ინგრედიენტები

  • ლორი ან ხორცი
  • 3-4 ხახვი ქერქით
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 5-6 ცალი შავი წიწაკის მარცვალი
  • მარილი და წიწაკა
  • წყალი
  • პაპრიკა
  • მშრალი ნიორი

მომზადება

1.მარინადის მოსამზადებლად მოხარშეთ ხახვი ქერქიანად, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მიხაკი, სურნელოვანი წიწაკა, მარილი და წიწაკა.

პროპორციები არ გვაქვს – თვალის ზომით ვაკეთებთ. მარინადი უნდა იყოს მარილიანი. დედაჩემი 1ლ წყალზე 0,5 ჭიქა მარილს იყენებს. მარინადი მოხარშეთ 5 წუთი ადუღების შემდეგ.

2.მზა მარინადი მოასხით ხორცს ან ლორს. დატოვეთ დასამარინადებლად 2 დღე.

3.გააშრეთ ლორი, კარგად შეაზილეთ მშრალი ნიორი და სანელებლები.

4.სანელებლებით გაჯერებული ლორი ან ხორცი მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. შეინახეთ საყინულეში. თხლად დაჭერით და დატკბით.

5.გემრიელად მიირთვით!

ამ მეთოდით მომზადებული ლორი სადღესასწაულო მაგიდას ძალიან დაამშვენებს. რამდენადაც ვიხი დილაობით ლორის ჭამა ძალიან სასარგებლოა. რაც მთავარია – სუფთა პროდუქტია დანამატების გარეშე.