ახლა სოკოს მხოლოდ ამ რეცეპტის მიხედვით ვწვავ. იდეალური გემოა

2464

სოკო ძალიან პოპულარული პროდუქტია ყველგან. ის შეიძლება კერძის ძირითადი ინგრედიენტი იყოს, ან ერთ-ერთი შემადგენელი. ნებისმიერ შემთხვევაში სოკო განსაკუთრებულ გემოსა და არომატს სძენს კერძს. ყველაზე იოლი სოკოს შეწვაა.

როგორც წესი, მას ხახვთან წვავენ. დღეს „გასტრონომიას“ რედაქცია გთავაზობთ შეწვათ სოკო ისე, რომ სადღესასწაულო სუფრაზე დაუვიწყარი კერძი გახდეს. სულ რამდენიმე პატარა ხრიკი და არაჩვეულებრივი კერძი მზადაა!

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქამა სოკო
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • 2-3 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით სოკო.

2. გაახურეთ ტაფა, დასხით ზეითუნის ზეთი.

3. ჩააგდეთ გაჭყლეტილი ნიორი ერთი წუთით, ზეთს გემო და არომატი რომ შესძინოს.

4. შემდეგ ჩაყარეთ სოკო და შეწვით სანამ ყავისფერი არ გახდება.

5. დაუმატეთ ღვინო და თუშეთ მანამდე, სანამ სითხე არ აორთქლდება. მოაყარეთ მარილი და მიართვით სუფრაზე.

მოამზადეთ სოკო ამ მეთოდით და გააოცეთ სტუმრები. გაუზიარეთ მეგობრებს ეს რეცეპტი!