ახალი  შიგთავსი ლავაშისთვის: დაივიწყეთ ხორცი, მაგარი ყველი და სალათის ფურცლები – ეს უკეთესია

1547

აუცილებლად სცადეთ ლავაშის სხვადასხვა შიგთავსით მომზადება თ ჯერ არ დაგიგემოვნებიათ ეს ხემსი. ან გაამრავალფეროვნეთ ვარიანტები ბადრიჯნის, ტომატს სოუსისა და მწვანილის ნაზავით. ლავაში ბადრიჯნით – სრულიად ახალი ვარიანტია, არავითარი ხორცი – მხოლოდ სეზონური ბოსტნეული.

თუ სხვები მაგარ ყველს უმატებენ, ჩვენ ბრინზით ჩანაცვლება გადავწყვიტეთ. გამოცხობის შემდეგ ის წარმოუდგენლად გემრიელი ხდება. ტომატი კი აქციეთ შესანიშნავ სოუსად ნივრითა და სუნელებით.

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 1 ც ბადრიჯანი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 250 გრ ყველი ბრინზა
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ც პომიდორი
  • 20 გრ კარაქი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ბადრიჯანი კუბებად. გააცხელეთ ტაფაში ზეთი და შეწვით ბოსტნეული. დაამატეთ მარილი, პილპილი და გადაიტანეთ ჭურჭელში.

2. წვრილად დაჭერით ნიორი და ქინძი. გახეხეთ პომიდორი.

3. შეწვით ნიორი იმავე ზეთში ნელ ცეცხლზე. დაამატეთპომიდორი, მწვანილი, მარილი და პილპილი. მოთუშეთ, სანამ მასა არ შესქელდება. გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში და გააცივეთ.

4. დააფინეთ ლავაში ზედაპირზე. წაუსვით მაიონეზი. დააწყვეთ ბადრიჯანი. მოაყარეთ ბრინზა და მოასხით ტომატის სოუსი.

5. დაახვიეთ რულეტი. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, მოათავსეთ რულეტი და გამოაცხვეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

გირჩევთ, დააგემოვნოთ ნაჭერი, სანამ რულეტი ჯერ კიდევ თბილია. სეზონის დამთავრებამდე, დაჭერით ბადრიჯანი და შეინახეთ საყინულეში. ამგვარად, ზამთარშიც შეძლებთ ამ შესანიშნავი ხემსით დატკბობას. გემრიელად მიირთვით!გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.