აცხამგალი – თაფლიანი მჭადი აფხაზურად. მარტივი და განსხვავებული გემო

3273

საუკეთესო ფქვილისგან დამზადებული ეს კერძი თუ დესერტი აფხაზური სამზარეულოს საინტერესო ნიმუშია. სავარაუდოდ, ისევე, როგორც სიმინდისგან დამზადებული სხვა კერძებში, ამ შემთხვევაშიც სიმინდის ფქვილმა სხვა ისეთი მარცვლეული ჩაანაცვლა, როგორიცაა ღომი, ფეტვი და სხვა.

მოდით შევუდგეთ ამ უჩვეულო კერძის თუ ტკბილეულის მომზადებას.

ინგრედიენტები: 

  • მჭადის ფქვილი – 500 გ
  • წყალი – 200 მლ
  • თაფლი – 80 გ
  • ზეთი – 90 მლ

მომზადების წესი:

  1. მჭადის ფქვილში  ნელ-ნელა დაამატეთ თაფლი, წყალი და მოზილეთ. მოზელილი ცომი არ უნდა “იბზარებოდეს”.
  2. დაბალ ცეცხლზე დადგით ტაფა, დაასხით ზეთი და გააცხელეთ.
  3. აცხამგალს მიეცით სასურველი ფორმა (უნდა იყოს დაახლოებით 0,7 სმ სისქის) და ჩააკარით ტაფაში.
  4. თითო მხარეს გააჩერეთ დაახლოებით 6-7 წუთს.
  5. შემწვარი აცხამგალი გადმოიტანეთ ხელსახოცზე იმისათვის, რომ ზეთი შეიშროს, მიირთვით ტკბილ საკმაზთან ერთად.