ატამს X-ის ფორმის ჭრილი გაუკეთეთ და ყინულებიან წყალში მოათავსეთ, კონსერვირებაზე ბევრად უკეთესია.

1752

დიასახლისების უმრავლესობა ზამთრისთვის პროდუქტების კონსერვირებაზე უარს ამბობს, რადგან ეს პროცედურა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მაგალითისთვის ავიღოთ ატამი – ხილი, რომელიც ჩვენს შვილებს ძალიან უყვართ. ამ წვნიანი ხილისგან შეგვიძლია მოვამზადოთ უგემრიელესი კომპოტი, ჯემი, ხილიფაფა და ა.შ. დიასახლისების საკმაოდ დიდ ნაწილს არც კი სმენია, რომ არსებობს ერთი საოცრად მარტივი, სრულიად განსხვავებული გზა ატმის ზამთრისთვის შესანახად, თანაც ისე, რომ მოცემულმა ხილმა საოცარ არომატთან ერთად სასარგებლო შიგთავსი (ვიტამინები) შეინარჩუნოს.

ატმის გაყივნა – ზამთარში უგემრიელესი დესერტების მომზადების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. მერწმუნეთ, თუ თქვენ ასე მოიქცევით, თითოეულ სტუმარს სასიამოვნოდ გააოცებთ, როდესაც შუა ზამთარში სუფრაზე ატმის საოცარ დესერტს შეიტანთ.

როგორ გავყინოთ ატამი ზამთრისთვის

1. აადუღეთ წყალი ქვაბში. გაამზადეთ ჭურჭელი ცივი, ყინულებიანი წყლით.

2. მახვილი დანის გამოყენებით გაუკეთეთ ატმებს X-ის ფორმის ჭრილები.

3. 4 ატამი ჩააგდეთ მდუღარე წყალში 30 წამით. ამოიღეთ თითოეული ნაყოფი ცხელი წყლიდან და გადაიტანეთ ყინულებიან წყალში.

4. რამდენიმე წუთის შემდეგ გაასუფთავეთ თითოეული ატამი კანისგან.

5. დაჭერით ისინი სიგრძეზე.

6. აიღეთ პერგამენტის ქაღალდი და განათავსეთ მასზე ატმის ნაჭრები ისე, რომ ისინი ერთმანეთს არ შეეხოს.

7. გადააფარეთ გასაყინად გამზადებულ ატმის ნაჭრებს სტრეჩი (საკვების პლიონკა) და შედგით საყინულეში. დატოვეთ მთელი ღამით.

8. მეორე დღეს ატმის გაყინული ნაჭრები გადაიტანეთ კონტეინერში.

9. კლავ შედგით კონტეინერი საყინულეში და დატოვეთ ზამთრის დადგომამდე.

გარდა ატმისა, ამ პრინციპით თქვენ ზამთრისთვის მრავალი სხვა ხილის შენახვა შეგიძლიათ. დიასახლისებო, ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!