ასე მზადდება თელავური, უგემრიელესი ხინკალი

2536

კახეთში ორ დღიანი მოგზაურობის შემდეგ, დღეს კიდევ ერთხელ ვაღიარეთ ერთხმად, რომ თელავში უგემრიელესი ხინკალი კეთდება. და რაღა თქმა უნდა არც რეცეპტის წამოღება არ დაგვიწყებია. აი ისიც!

ხინკალი თელავური

ინგრედიენტები:

  • წყალი 0,5 ლ
  • ფქვილი 1 კგ
  • ხორცი 1 კგ
  • ხახვი 3-4 თავი
  • ნიორი დაახლოებით 2 კბილი
  • ძირა (ზირა) 1 ჩაის კოვზი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორბლის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში. ჩავაღრმავოთ ჩავასხათ ნელ-თბილი, გემოვნების მიხედვით მარილით შეზავებული წყალი და მოვზილოთ ცომი.შეიძლება დავამატოთ ათქვეფილი კვერცხიც.
  2. ცომი უნდა იყოს მაგარი, დიდი ხნის ზელვის შედეგად ელასტიური, ხელებს აღარ უნდა ეწებებოდეს და რომ გადასერავთ, ფორები უნდა ჩანდეს.
  3. მოვაყაროთ ფქვილი, გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ.
  4. ნახევარი საათის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილოთ, გავაბრტყელოთ, დავჭრათ პატარა, მრგვალ ნაჭრებად. ამასობაში მოვამზადოთ ფარში.
  5. ფარშის მომზადება: თანაბარი რაოდენობით ავიღოთ საქონლის და ღორის მსუქანი ხორცი. გავატაროთ ხორცსაკეპში. მასთან ერთად გავატაროთ ხახვი და ნიორი (ნიორი არ უნდა დაეტყოს), შევაზავოთ შავი პილპილით, ძირით და მარილით.
  6. დავუმატოთ ცოტა რაოდენობის წყალი, რათა ფარში ფაფასავით გახდეს და ხინკალი წვნიანი გამოვიდეს.
  7. ცომის შუაგულში მოვათავსოთ ფარში, პირი მოვუკრათ და ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.
  8. ქვაბს თავზე დავახუროთ და რამდენჯერმე წრიული მოძრაობით შევანჯღრიოთ, რათა ხინკალი ძირზე არ მიეკრას.
  9. ადუღებიდან 3-5 წუთის შემდეგ ხინკალი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება.
  10. ვადუღოთ 5-10 წთ, ორთქლზე ხელი გადავატაროთ. თუ არ დაგვეწვა, ე.ი. ხინკალი მზადაა.
  11. ქაფქირით ფრთხილად ამოვიღოთ ბრტყლე თეფშზე, მოვაყაროთ შავი პილპილი და სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.

გემრიელად მიირთვით!