ასეთ “კარტოფილს” თქვენ ყოველდღე არ აგემოვნებთ! გაახარეთ ბავშვები ამ დესერტით

804

“კარტოფილი” – ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე დესერტია. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეს კერძი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

იმ პერიოდში ამ დესერტს სხვა ნამცხვრების ნაჭრებისგან აკეთებდნენ, კონდიტერები შოულობდნენ დამატებით ფულს ნარჩენების გამოყენებით, ხოლო მომზმარებელი ძალიან კმაყოფილი იყო. საბჭოთა კავშირის დრო გავიდა, მაგრამ დესერტი ისევ პოპულარულია.

ინგრედიენტები

  • 500გ ორცხობილა (უმჯობეისა გამოიყენოთ ვანილის ორცხობილა)
  • 400მლ შედედებული რძე
  • 50გ კაკაო
  • 200გ კარაქი
  • 100გ შავი შოკოლადი (70% ან უფრო მაღალი)
  • 30მლ კონიაკი
  • 20გ ციტრუსების ცუკატები

ამ ინგრედიენტებით გამოვა დაახლოებით 20 “კარტოფილი”.

მომზადება

1.დაფხვებით ორცხობილა ხორცსაკეპის მეშვეობით.

2.ცამკე ჯამში მოათავსეთ კაკაო და შედედებული რძე. კარგად გადაურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე.

3.შოკოლადი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე. ნახევარი შოკოლადის მასა დაუმატეთ კაკაოს მასას. მასვე დაუმატეთ კონიაკი. შოკოლადის მეორე ნაწილი დეკორისთვის გამოგვადგება.

4.შოკოლადის მასა შეურიეთ ორცხობილის მასას, თუ მშრალი გამოგივიდათ დაუმატეთ რძე.

5.ცომს მიეცით კარტოფილის ფორმა.

6.ბურთულები შეგიძლიათ ამოავსოთ ცუკატებით.

7.დარჩენილი თხევადი შოკოლადი მოასხით ზემოდან და მოაყარეთ ცუკატები.

8.დაელოდეთ შოკოლადის გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!