ასეთ დესერტზე უარს ვერვინ იტყვის!

591

ზამთარში, როცა გვენატრება მზე და სითბო, ძალიან მიხარია დესერტების ცხობა.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ერთ-ერთ გამორჩეულ საახალწლო რეცეპტს, რომელიც ნამდვილად ყველას გაუთბობს გულს.

ინგრედიენტები

  • 150გ კარაქი
  • 2 კვერცხის გული
  • 200გ ხორბლის ფქვილი
  • 200გ ნუშის ფქვილი
  • 100გ შქრის ფხვნილი
  • ფორთოხალი
  • 1 ჩაის კოვზი სანელებლები
  • მარილი

მომზადება

1.რბილ კარაქს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ გული და ისევ კარგად ათქვიფეთ.

გახეხეთ 1 ფორთოხლის ქერქი. ნახევარი ფორთოხალი გამოწურეთ. დაუმატეთ ცომს 2 სუფრის კოვზი წვენი, სანელებლები და ქერქი. ათქვიფეთ.

2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი. მოზილეთ ერთგვაროვანი და ელასტიური ცომი. დაამრგვალეთ და გაყავით 2 ნაწილად.

თითოეულ ნაწილს მიეცით ძეხვის ფორმა. შეახვიეთ პაკეტში და შეინახეთ 3 საათი მაცივარში.

3.გარეცხეთ ფორთოხალი, დაჭერით მრგვლად. მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე 20 წუთი. ახალ ხელსახოცსე ფორთოხალი მეორე მხრიდან დადეთ.

გამოუიტანეთ ცომი და ფორთოხლის ზომაზე დაჭერით. ცომის დიამეტრი ოდნავ დიდი უნდა იყოს ფორთოხლისაზე.

4.ცომი გაჭერით 15 ნაწილად. მოათავსეთ გამოსაცხობ ქაღალდზე. ცომი ამოავლეთ შაქარში.

ცენტრში მოათავსეთ ფორთოხლები. ორცხობილას გვერდებზე წაუსვით ათქვეფილი გული.

5.გაოაცხეთ 180 გრადუსზე 1,5 საათი.

გემრიელად მიირთვით!