ასეთი ცომისგან პელმენის ძერწვა ნამდვილი სიამოვნებაა

769

პელმენის ცომი შეგიძლიათ წყალზე, კვერცხის და ზეთის გარეშე მოზილოთ, ან კეფირი გამოიყენოთ. ბევრი რეცეპტი არსებობს. ბევრი მზარეულის აზრით, ერთ–ერთი საუკეთესო რეცეპტი მოხარშული პელმენის ცომია. ასეთი ცომი ელასტიური, ნაკლებად პრეტენზიულია, თხლად ბრტყელდება და მასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. ასეთი ცომი პელმენის, მანტის და ჩებურეკის მოსამზადებლად გამოგადგებათ. ნებისმიერ ვარიანტში არ შეგარცხვენთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა (220-230 მლ) მდუღარე წყალი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 450-470 გრ ფქვილი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, წყალი აადუღეთ, რადგან ცომს პირდაპირ ცხელი წყალი უნდა დაასხათ. ამ დროში ფქვილი გაცერით და პირდაპირ მთელი მოცულობა აიღეთ.

2. ცალკე თასში კვერცხი, მარილი, მცენარეული ზეთი ჩანგლით მსუბუქად აურიეთ.

3. ახლა ფქვილში ჩაღრმავება გააკეთეთ, კვერცხის მასა ჩაასხით და ჩანგლით აურიეთ.

4. 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაუმატეთ და ფრთხილად ნიჩბით ან კოვზით მოზელა დაიწყეთ.

5. თასიდან ნარევი სამუშაო ზედაპირზე გადაიტანეთ. ახლა ცომი ხელით მოზილეთ. ცხელი არაა! ცივი პროდუქტების და ცხელი წყლის კომბინაციით ნარევი ზომიერად თბილი გახდება. ფქვილის მოყრა საჭირო არაა. სანამ ცომი თბილია, ცოტა ნახევრად მოზელილი ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში საჭირო კონსისტენციას მიიღებს.

6. როცა ცომი ერთგვაროვანი გახდება, პარკში გაახვიეთ ან პოლიეთილენის ტომარაში ჩადეთ და ცოტა ხნით მაცივარში შეინახეთ.

7. სადღაც 20 წუთში ცომი მაცივრიდან გამოიღეთ. კიდევ ერთელ კარგად ჩაზილეთ. ახლა პელმენის, მანტის გამოძერწვა დაიწყეთ. თუ ასეთი ცომის გაკეთება არასდროს გიცდიათ, აუცილებლად სცადეთ!

გემრიელად მიირთვით!