ასეთი გემრიელი ჯერ არ მიჭამია. მუსაკა ბულგარულად: ხორცის და ბადრიჯნის გარეშე

70

ითვლება, რომ მუსაკა ბადრიჯნის კერძია, მაგრამ დიდი ხანია მისი მთავარი ინგრედიენტი აღარაა. სხვადასხვა ქვეყანაში მობრაწულას სხვა ბოსტნეულის დამატებით ამზადებენ. ამ რეცეპტში ბადრიჯნის ნაცვლად პომიდორს ვიყენებთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მუსაკას ბულგარული რეცეპტით. ესაა მუსაკა კარტოფილით და სოკოთი, გრამი ხორცის გარეშე.

კერძს პორციულს ვერ ვუწოდებთ, რადგან დიდი რაოდენობით მზადდება. ასე წვნიანი მობრაწულა გამოდის. პომიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ ტკბილი წიწაკა გამოიყენოთ. სურვილის შემთხვევაში ფარშის ფენა დაუმატეთ, მაგრამ ასე ცოტა დიდხანს ცხობა დასჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 2 ხახვი
  • 500 გ პომიდორი
  • 400-500 მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 3 კვერცხი
  • 150 გ იოგურტი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 კგ ქამა სოკო
  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხახვი პატარა კუბებად დაჭერით და მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. სოკო გარეცხეთ და ფირფიტებად დაჭერით, ხახვს დაუმატეთ, თავსახური დაახურეთ და სითხის გაჩენამდე მოშუშეთ.

2. 1 ჩ/კ მარილი და ცოტა წიწაკა დაუმატეთ და აურიეთ. თავსახური ახადეთ და ზომიერ ცეცხლზე სითხის აორთქლებამდე შეწვით.

3. ამ დროში პომიდორი ფირფიტებად დაჭერით, გათლილი კარტოფილი – საშუალო კუბებად. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და ნახევარი კარტოფილი დააწყვეთ. ახლა ნახევარი სოკო და პომიდორი დაუმატეთ (პომიდორს მარილი მოაყარეთ).

4. ფენები გაიმეორეთ (ამჯერად კარტოფილს მარილი მოაყარეთ), ბოლოს ბოსტნეულის ბულიონი დაასხით, ფოლგა დააფარეთ და 250 გრადუსზე 10-15 წუთით აცხვეთ, სანამ ბულიონი არ ადუღდება. ფოლგა მოხსენით და კიდევ 20 წუთით 200 გრადუსზე აცხვეთ.

5. კვერცხი ათქვიფეთ, ფქვილი და იოგურტი აურიეთ, ოდნავ მარილი დაუმატეთ. ოხრახუში დაჭერით და დაუმატეთ. კარგად აურიეთ და მობრაწულას დაასხით. კიდევ 10-15 წუთით ღუმელში დააბრუნეთ.

კარტოფილის მობრაწულა ხორცის გარეშე ძალიან ნოყიერი გამოდის. სოკოსთან კლასიკური კომბინაცია ისედაც კარგია, მაგრამ კვერცხის მოსასხმელს კერძი ახალ დონეზე აყავს. რაც მთავარია, რთული მოსამზადებელი არაა. თავად სცადეთ, თუ არ გჯერათ!