ასეთი გემრიელი ბადრიჯნის წასახემსებელი შეგიძლიათ 1 დღეში მოამზადოთ ან დააკონსერვოთ

278

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ბადრიჯნის წასახემსებელს, რომელიც შეგიძლიათ არა მხოლოდ ზაფხულში მოამზადოთ, არამედ ზამთრისთვის დააკონსერვოთ და მთელი წელი მისი გემოთი დატკბეთ.

ასეთ ბადრიჯანს დასამწნილებლად მხოლოდ 1 დღე სჭირდება, ამიტომ უკვე მე–2 დღეს შეგიძლიათ მიირთვათ. გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • 5 მსხვილი ბადრიჯანი
  • 2 მსხვილი ბულგარული წიწაკა
  • 8 კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. თავდაპირველად, მარინადი მოამზადეთ. 300 მლ წყალი ქვაბით გაზქურაზე დადგით, 1 ს/კ მარილი, 2 ს/კ 9%–იანი ძმარი, 2 კბილი ნიორი, 3 დაფნის ფოთოლი და 12 მარცვალი შავი წიწაკა დაუმატეთ. აურიეთ და მარინადი ადუღებამდე მიიყვანეთ.

2. ბადრიჯანი გაასუფთავეთ, მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ წვენი გამოვიდეს. 15 წუთში ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ და თავდახურულ ტაფაზე ორივე მხრიდან შეწვით.

3. მდუღარე მარინადს მსხვილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა დაუმატეთ. 1 წუთი მოიცადეთ და ამოიღეთ.

4. კერძის ფორმირება დაიწყეთ. უბრალო კონტეინერში ბადრიჯნის და წიწაკის ფენა ჩადეთ, ნივრის თხელი ფირფიტები დაუმატეთ. შემდეგ ცივი მარინადი დაასხით და 1 დღე გააჩერეთ.

იმწამსვე შეგიძლიათ გასინჯოთ. ასევე შეგიძლიათ სტერილურ მინის ქილებში დააკონსერვოთ და გრილ ადგილას შეინახოთ. თუ უფრო ცხარე ბადრიჯნის მიღება გსურთ, ექსპერიმენტისთვის ცოტა ჩილის წიწაკა დაუმატეთ. ასე კერძს სურნელოვან ნოტებს შემატებთ.