ასეთი ბორშის მომზადებაზე ყველა დიასახლისი ოცნებობს

322

ყველა დიასახლისმა არ იცის ბორშის მომზადება. ცოტას თუ გამოსდის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მე ძალიან გამოცდილი დიასახლისი ვარ და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ბორშის საიდუმლო რეცეპტი. ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებს მის მომზადებას.

შედეგი ყოველთვის განწყობაზეა დამოკიდებული. უკრაინული ბორში – ეს კერძზე მეტია.

ბორშს რეცეპტს მიხედვით არასოდეს არ ვამზადებ, ინგრედიენტების პროპორციებსაც თვალის სიზუსტით ვარეგულირებ. ნატურალური ინგრედიენტებისგან საოცარი წვნიანი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 400გ საქონლის ან ღორის ხორცი
  • 300გ ლობიო
  • 2 ჭარხალი 500გ
  • 1 ხახვი
  • 1-2 სტაფილო
  • 3-4 კარტოფილი
  • 1/5 კომბოსტო
  • 70გ პომიდვრის პასტა
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 2-4 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
  • წიწაკების მიქსი
  • კამა
  • 0,5-2 კბილი ნიორი
  • მარილი
  • მწვანილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ბორში აუცილებლად უნდა მოხარშოთ ლობიოსთან ერთად. საღამოს მოასხით ლობიოს წყალი.

2.ბულიონი მზადდება საქონლის ან ღორის ხორცისგან. ხორცი უნდა იყოს იდელაურად გასუფთავებული და დამუშავებული. უმჯობესია ძვლიანი ნაჭრის გამოყენება. ხორცს მოასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და პერიოდულად მოაშორეთ წარმოქმნილი ნადები.

3.დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ დაუმატეთ ლობიო.

4.შემდეგ ჭარხლის ჯერია. დაჭერით წვრილად, მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე ზეთში.

5.ტაფაზე არსებული მასა დაუმატეთ ბულიონს.

6.იმავე ტაფაზე მოთშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მესამედი სტაფილო. დაუმატთ ბულიონს.

7.დაჭერით კარტოფილი.

8.დააქუცმაცეთ კომბოსტო წვრილად.

9.დაუმატეთ სანელებლები და მარილი. ჩემი საიდუმლო ინგრედიენტია – კამას დაცხვნილი თესლი.

10. დაუმატეთ პომიდვრის პასტა ან დაჭყლეტილი პომიდორი. მე ცოტა ვაშის ძმარსაც ვუმატებ.

11.დაუმატეთ 1 კბილი ნიორი და გააფორმეთ მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!