არ გამოტოვოთ ალუბლის სეზონი. გამოაცხვეთ ფრანგული პეროგი საზაფხულო კენკრით

318

ახლახანს ალუბლის პეროგი გამოვაცხვე. რეცეპტი უკრაინელი შეფმზარეულისგან, ევგენი კლოპოტენკოსგან ვისესხე. სანამ სეზონია, საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს ვანებივრებ გემრიელი ცომეულით ფრანგული ნოტებით. ამ დესერტს ძალიან ნაზი ტექსტურა აქვს. შეგიძლიათ მოამზადოთ არა მხოლოდ ალუბლით, არამედ სხვა კენკრით ან ხილით. სილამაზეა!

ალუბლის პეროგი: რეცეპტი ფოტოებით

ფრანგული პეროგი კლაფუტი რომ გამოაცხოთ, რაიმე განსაკუთრებული ინგრედიენტი არ გჭირდებათ. ყველა პროდუქტი ჩვეული და გასაგებია, მაგრამ ქმნის პეროგს უნაზესი მოხარშული კრემის გემოთი. გირჩევთ, ცივი მიირთვათ. ზუსტად ისაა, რაც ზაფხულის ცხელ დღეს გვჭირდება!

ინგრედიენტები:

  • 500 გ ალუბალი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი ცომისთვის
  • 4 კვერცხი
  • 400 მლ 2,5%–იანი რძე
  • 120 გ შაქარი
  • 10 გ ვანილი
  • 2 ჩ/კ დარიჩინი
  • 20 გ კარაქი
  • 30 გ ხორბლის ფქვილი ფორმაზე მოსაყრელად

მომზადების წესი:

1. ღუმელი 180 გრადუსზე ჩართეთ. სანამ ცომს მოამზადებთ, ღუმელი სათანადოდ გახურებას მოასწრებს. მაცივრიდან კარაქი გამოიღეთ, რომ დარბილდეს და საცხობ ფორმას ადვილად წაუსვათ.

2. ალუბალი დაკურკეთ და საწურზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწუროს. კვერცხი, შაქარი და ვანილი ათქვეფეთ. მასა უნდა გათეთრდეს.

3. კვერცხის ნარევს დაუმატეთ ხორბლის ფქვილი. კარგად აურიეთ, რომ კურკუტები არ დარჩეს. სქელი არაჟნის მსგავსი ცომი უნდა მიიღოთ.

4. ცომს რძე ჩაასხით და ისევ აურიეთ. ცომი თხელი უცხიმო არაჟნის მასას უნდა ჰგავდეს.

5. საცხობ ფორმას (20 სმ დიამეტრი) რბილი კარაქი წაუსვით, შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ამ ხრიკს კულინარიაში უწოდებენ ფრანგულ პერანგს. ფორმის ძირში ალუბალი დააწყვეთ, თანაბრად გაანაწილეთ.

6. ზემოდან დარიჩინი მოაყარეთ, შემდეგ ცომი დაასხით. პეროგი 180 გრადუსზე 35 წუთი აცხვეთ. ცხობის შემდეგ პეროგს გაგრილება და დასტაბილურება აცადეთ, რადგან ცომის ტექსტურა ძალიან ნაზი და უწონოა. მზა პეროგი ჩაიზე ან ყავაზე მისაყოლებლად სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

ალუბლის პეროგი: რეცეპტი და რჩევები ევგენი კლოპოტენგოსგან

ფრანგული პეროგი კლაფუტის ცომი ძალიან თხელია, ამიტომ სახსნელი ფორმა არ გამოგადგებათ. ეს ცხობის წინ გაითვალისწინეთ. თუ ფორმა თხელი და ლითონისაა, პეროგის გვერდები შეიძლება დაიწვას, ისიც არ გამოგადგებათ. კერამიკის საცხობი ფორმა საუკეთესო ვარიანტია.

ასეთი ცომი ფორმას აუცილებლად მიეწებება, თუ ფრანგულ პერანგს არ გააკეთებთ. ამ ეტაპის უგულებელყოფა არ ღირს! დიდი და მწიფე ალუბალი გამოიყენეთ, რაც უფრო მუქია, მით უკეთესი. სხვათა შორის, ფრანგები ალუბალს არ კურკავენ. სწორედ მათი წყალობით კერძი მსუბუქ კაკლის გემოს იძენს. თუ გსურთ, თქვენც სცადეთ ასე გამოცხობა.

ესეც მთელი სიბრძნე! გამოაცხვეთ პეროგი ალუბლით, რომ ახლობლები გაახაროთ. დამატებას აუცილებლად მოგთხოვენ.