არომატული და ფაფუკი ფუნთუშები ნივრის ქერქით: ბორშზე მისაყოლებლად იდეალურია

280

ცივ სეზონზე ცხელი პირველი კერძის მირთმევა ნამდვილი სიამოვნებაა. უკრაინული ბორში და მისაყოლებელი ნივრიანი ფუნთუშები უბრალოდ იდეალური კომბინაციაა. უკრაინელმა ბებიამ პამპუშკების გამოცხობა მასწავლა. თავად სანამ ფუნთუშებს აცხობდა, პარალელურად ბორშს ამზადებდა.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ პამპუშკების რეცეპტს, რომელიც საფუარით და ნივრის ქერქით მზადდება. დაუვიწყარი გემო აქვს. რეკომენდაციას ვუწევთ.

ფუნთუშა ნივრის ქერქში

ახალი დაპრესილი საფუარი დაგჭირდებათ, მაგრამ თუ არ გაქვთ, მშრალი საფუარი გამოიყენეთ. 3 გრამი ცოცხალი საფუარი იგივე 1 გრამი მშრალია. შეფუთვაზე გამოყენების წესს მაინც დააკვირდით, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ. შეიძლება ფქვილის რაოდენობის პროპორციული იყოს.

ინგრედიენტები:

  • 600 გ ხორბლის ფქვილი
  • 250 მლ თბილი წყალი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 30 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ბოსტნეულის სანელებლები
  • 20 გ ცოცხალი საფუარი

სოუსის ინგრედიენტები:

  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • კამა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ცომი მარტივად და სწრაფად მზადდება. ცალკე ხაშის გაკეთება საჭირო არაა. თბილი წყალი, ახალი საფუარი, შაქარი, მარილი და ბოსტნეულის სანელებლები აურიეთ. შემდეგ არაჟანი, 1 კვერცხი, მცენარეული ზეთი და ფქვილი დაუმატეთ.

2. ცომი მოზილეთ. პირსახოცი ან პარკი დააფარეთ. 1 საათით გააჩერეთ.

3. ამოსული ცომი ჩაზილეთ. 12 თანაბარ ნაწილად დაყავით და ფუნთუშების ფორმა მიეცით. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ფუნთუშები გადაიტანეთ. 15 წუთით გააჩერეთ. ამ დროში აფუვდება. კვერცხი ათქვიფეთ და ფუნთუშებს ზემოდან წაუსვით.

4. ღუმელი წინასწარ 180 გრადუსამდე გაახურეთ და ფუნთუშები ნახევარი საათით აცხვეთ.

ნივრის სოუსი მოამზადეთ: მცენარეული ზეთი გააცხელეთ და დაჭრილი კამა და ნიორი აურიეთ. ცხელ ფუნთუშებს სოუსი წაუსვით და მაგიდაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!