არაჩვეულებრივი შვრიის კექსი კეფირით

2662

ეს რეცეპტი მოეწონება მათ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სწორად იკვებება. კექსი ძალიან გემრიელი და ფაფუკი გამოდის. მისი მირთმევა შეუძლიათ იმ ქალბატონებსაც, რომლებიც მკაცრ დიეტას იცავენ და საკუთარ ფიგურას ძალიან უფრთხილდებიან. დესერტი ძალიან ადვილად მოსამზადებელია და იდეალურია ჩაისთან.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა დაფქული შვრია
  • ნახევარი ჭიქა კეფირი
  • 1 ჭიქა მთელი შვრიის ფანტელი
  • 80 გრ შავი ქლიავი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ც კვერცხი
  • მარილი

მომზადების წესი

  1. დაასხით შვრიის ფანტელს მდუღარე წყალი და გააჩერეთ, რომ გაღვივდეს. დაფქულ შვრიას დაასხით კეფირი და მოურიეთ. შეურიეთ ერთმანეთს წყალში გაღვივებული და კეფირში გაზავებული შვრია. დაუმატეთ მარილი, გამაფხვიერებელი და კვერცხი. კარგად მოურიეთ.
  2. შავ ქლიავს დაასხით მდუღარე წყალი 10 წუთით, შემდეგ კი გადაღვარეთ წყალი და ქლიავი პატარა ნაწილებად დაჭერით. დაუმატეთ იგი ცომს და მოურიეთ. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასში ცომი. მოათავსეთ საცხობი ფორმა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დესერტი 50-60 წუთის განმავლობაში.
  3. გამომცხვარი კექსი გააცივეთ და შემდეგ საცხობი ფორმიდან თეფშზე გადაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!