არაჩვეულებრივი ტორტი “პიზის კოშკი”

1668

მრავალფენოვანი ტორტი “პიზის კოშკი” ყველასთვის ნაცნობ “მედოვიკს” ჰგავს. დესერტი მართლაც გრანდიოზული გამოდის: ბევრი ფენა, უგემრიელესი კრემი – ეს შეხამება საკმაოდ კალორიულია, თუმცა არცერთ ზედმეტ ლუკმაზე არ ინანებთ.

ნაკლებად ინტენსიური გემოსთვის შეგიძლიათ თაფლისა და შაქრის რაოდენობა შეამციროთ. დესერტის მნიშვნელოვანი შემადგენლებია არაჟნის კრემი და დრო, როცა ტორტი კარგად დაინამება. რაც მეტ ხანს გააჩერებთ – მით უკეთესი.

ინგრედიენტები

  • 300 გრ კარაქი
  • 6 კვერცხი
  • 200 გრ მარგარინი
  • 1,8 ლ არაჟანი
  • 3,5 ჭ შაქარი
  • 400 მლ თაფლი
  • 8 ჭიქა ფქვილი
  • 3 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ხსნადი ყავა
  • 36 გრ ნაღების შემასქელებელი
  • 50 გრ ნიგოზი
  • 1 ს.კ. წყალი

მომზადება

1. დიდ თასში შეურიეთ თაფლი, კარაქი, მაგრარინი და სოდა. დადგით ცეცხლზე, მოურიეთ სანამ ინგრედიენტები არ გაიხსნება და გადმოდგით.

2. სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხი, კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ სქელი ცომი.

3. დაყავით ცომი 22-24 ნაწილად და თხლად გააბრტყელეთ სათითაოდ.

4. გამოაცხვეთ ფენები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში თითო 5 წუთის განმავლობაში.

5. მოამზადეთ კრემი. გახსენით ყავა 1 ს.კ. ადუღებულ წყალში.

6. შეურიეთ არაჟანი, 3 ჭიქა შაქარი და ნაღების შემასქელებელი.

7. წაუსვით კრემი ფენებს.

8. დააქუცმაცეთ ნიგოზი მორჩენილ ფენასთან ერთად და მოაყარეთ ნამცხვარს. შედგით დესერტი მაცივარში 6-8 საათით.

როგორც ხედავთ, “პიზის კოშკის” მომზადება მარტივი არ არის, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!