არაჩვეულებრივი ბლინის ღვეზელი ხორცით

1434

გიყვართ ნაზი ფენები ხორცის შიგთავსით? ახლა კი წარმოიდგინეთ ბლინის მთლიანი ღვეზელი, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი (ნუ, შეიძლება ერთი ნაჭერი მეუღლესაც უწილადოთ). მაშ სცადეთ მოამზადოთ იგი ვახშამზე ან საუზმეზე.

ყველაფერი საკმაოდ მარტივია: გამოიყენეთ ბლინების სასურველი რეცეპტი. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გემრიელი კერძი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 15-20 ც ბლინი
  • 300 გრ პური
  • 500 გრ ღრის ხორცი
  • 200 მლ რძე
  • 8 კვერცხი
  • 2 ც ხახვი
  • არაჟანი გემოვნებით
  • კარაქი გემოვნებით
  • მარილი, ავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოამზადეთ ფარში. დაჭერით ძველი პური კუბებად, ჩაალბეთ რძეში. გაატარეთ ღორის ხორცთან და დაჭრილ ხახვთან. ჩაახალეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.
  2. გამოაცხვეთ ბლინები. გადადეთ 4-6 ცალი. დანარჩენ ბლინებს თხლად წაუსვით ფარში და შეახვიეთ რულეტი.
  3. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი. დააფინეთ 2-3 ცარიელი ბლინი. ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხი, ამოავლეთ ბლინის რულეტები, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და ზემოდან დააფინეთ დარჩენილი ცარიელი ბლინები.
  4. წაუსვით არაჟანი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. შემდეგ დააფარეთ ფორმას ფოლგა, დაუკელით ტემპერატურას 170 გრადუსამდე და კიდევ 40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

არაჩვეულებრივი ხორციანი ბლინების ღვეზელი მზადაა. თუ ეს რეცეპტი მოგეწონათ, შეინახეთ და გაუზიარეთ მეგობრებს!