არატკბილი ოლადები გულსართით

720

ოლადებს საუზმეზეც და ვახშამზეც დიდი სიამოვნებით მივირთმევ. ოლადები თეფშიდან უმალვე გაქრება თუ მის გვერდით არაჟანს ან შედედბულ რძეს დადებთ.

მე ამ კერძში ცომის უნივერსალურობა მომწონს. მთავარია ფუძე მოამზადოთ, ხოლო შიგთავსის შერჩევა გემოვნებითაც შეიძლება. ჩემი ფავორიტი ქათმის ღვილის პაშტეტია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
  • კეფირი 0,5 ჭიქა
  • წყალი 0,25 ჭიქა
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 2 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • საფუარი 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • ღვიძლის პაშტეტი 200გ

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი და მარილი. მოასხით ოთახის ტემპერატურის კეფირი და წყალი. მოაყარეთ მშრალი საფუარი.

2.ათქვიფეთ ინგრედიენტები. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 20 წუთი. ამასობაში დაჭერით პაშტეტი.

3.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ცომი. თითოეულის ცენტრში მოათავსეთ პაშტეტის ნაჭერი და მოასხით ცომი.

გემრიელად მიირთვით!