არასოდეს ვყიდულობ შებოლილ სკუმბრიას. ვიღებ ბოთლს,3 თევზს და უფრო მაგარ რამეს ვამზადებ

3635

არსებობს მოსაზრება, რომ სკუმბრიის მომზადების საუკეთესო წესი მისი შებოლვაა. შებოლილი სკუმბრია უგემრიელესი რომ არის, სადავოც არაა, მაგრამ კულინარიული თვალსაზრისით, მას ნელმარილიანი ბევრად ჯობია.“გასტრონოია“ მოგითხრობთ, რგორ მოამზადოთ ყველაზე გემრიელი სკუმბრია დიდი ძალისხმევის გარეშე.

ნელმარილიანი სკუმბრია ძალიან ნაზია, თან მისი მომზადება ნებისმიერ სამზარეულოში შეიძლება, მთავარია, მაცივარი იყოს. ოდნავი შებოლვის მისაცემად, დაუმატეთ ცოტაოდენი ქარი, შებოლილი პაპრიკა ან 100 მლ ვისკიც კი, რომელსაც ასეთი გემო გააჩნია არ დაგავიწყდეთ შაქრის დაატება: ის ხელს უწყობს თევზში ყველა ინგრედიენტის შეწოვას და დაიცავს ზედმეტი მარილიანობისგან.

ინგრედიენტები

  • 3 ც სკუმბრია
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს.კ. შავი ჩაი
  • 2 ც ხახვი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, შაქარი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაასუფთავეთ თევზი, მოაჭერით თავები. გაამშრალეთ.
  2. მოამზადეთ მარინადი: წყალში ჩაყარეთ ხახვის ნაფცქვენი, აადუღეთ და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყენეთ 10 წუთით.
  3. დაამატეთ ჩაი, მარილი, შაქარი, სუნელები გემოვნებით და კვლავ აადუღეთ მარინადი. მოხსენით ცეცხლიდან და გააცივეთ.
  4. მოამზადეთ ბოთლი: გამოიყენეთ ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი, მოაჭერით თავი, მოათავსეთ თევზი კუდებით ზევით, დაასხით მარინადი და შედგით მაცივარში 3 დღით. მდიდარი გემო და ფერი გარანტირებულია!

სკუმბრია კეთილშობილი თევზია, თანაც სასარგებლო: თუ გსურთ, კანის, ფრჩხილების და თმის ჯანმრთელობა, აუცილებლად ჩართეთ ის რაციონში. სკუმბრია იდეალურად ითავსებს ცხიმოვან მჟავებს, რაც პასუხისმგებელია ჯანმრთელობაზე. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!