არაჟნის ტორტი ტაფაზე: რეცეპტი ტკბილის მოყვარულთათვის

514

არსებობს კერძები რომელთა დამზადება არაფრით უნდა გადადოთ შემდეგი დღისთვის, რადგან ისინი ძალიან მარტივი ინგრედიენტებისგან სულ რამდენიმე წუთში მზადდებიან.

ამ არაჟნის ტორტის რეცეპტი უმარტივესია და ძალიან სწრაფად მზადდება. თუ საათობით ქურასთან დგომა არ გიყვართ მაშინ ეს ტორტი გამოაცხვეთ.

არაჟნის ტორტი ტაფაზე

  • 200 გრამი 25%-იანი არაჟანი
  • 180 გრამი შაქარი
  • 380 გრამი ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 350 გრამი ნაზი, უმარილო ხაჭო
  • 150 გრამი შესქელებული რძე
  • 1 ცალი ლაიმი
  • 30 გრამი მწარე შოკოლადი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი
  • 1.5 გრამი ვანილი

მომზადების წესი:

1. მოამზადეთ არაჟანი, შაქარი, ვანილი და ძმრიანი სოდა.

2. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, გაცერით ფქვილი და მოზილეთ ელასტიური ცომი. დაჭერით 4 ნაწილად.

3. გააბრტყელეთ თიეთოეული მათგანი 0.5 – 0.7 მილიმეტრზე და თეფშის მეშვეობით გამოჭერით რგოლი. დარჩენილი ნაჭრები კი გადაზილეთ და იგივე გააკეთეთ. ჯამში 6 ცალი უნდა გამოგივიდეთ. რიგ-რიგობით დაალაგეთ ფენები გაცხელებულ მშრალ ტაფაზე და ჩანგლით დახვრიტეთ რამდენიმე ადგილას, რათა არ ამოიბეროს გაუჩნდეს.

4. ფენები სწრაფად იწვება. მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დაიწვან.

5. ახლა კი კრემი მოვამზადოთ. კარგად გარეცხეთ ლაიმი, მოახეხეთ ცედრა და შემდეგ წვენიც გამოწურეთ.

6. აურიეთ რბილი, უმარილო ხაჭო, შესქელებული რძე, ცედრა და ლაიმის წვენი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით. კრემი მიქსერით ათქვიფეთ. კრემი ზომიერად ტკბილი გამოვა. თუ ტკბილის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ კრემს 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრაც დაუმატოთ.

7. თითოეულ ფენას კრემი წაუსვით და სურვილისამებრ მორთეთ.


ტორტის მორთვა გახეხილი შოკოლადით და ნუშით შეგიძლიათ. თუ ქოქოსის ფანტელით მორთავთ, ტორტი თეთრი გამოვა. მორთვის შემდეგ ტორტი 2 საათით გააჩერეთ მაცივარში და ჩაისთან ერთად მიირთვით.