არაჟნის მედოგი უმარტივესი ინგრედიენტებისგან

916

ჩვენი რედაქცია ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო რეცეპტებს გიზიარებთ, არც ეს სტატიაა გამონაკლისი!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 600გ ფქვილი
  • 400გ შაქარი
  • 5 კვერცხი
  • 90გ თაფლი
  • 90გ კარაქი
  • 15მლ ღვინის ძმარი
  • 15გ სოდა

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 1კგ ცხიმიანი არაჟანი
  • 250გ თხევადი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 1/4 ჩაის კოვზი ვანილი

მომზადება

1.აიღეთ 40გ კარაქი და 90გ თაფლი. ეს ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში და გაალღვეთ დაბალ ცეცხლზე, ხშირად ურიეთ. მასა მოათავსეთ წყლის აბაზანაზე, როცა თაფლი გალღვება მასას დაუმატეთ 400გ შაქარი. მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და დაელოდეთ შაქრის გალღობას.

2.ბლენდერის საშუალებით ათქვიფეთ 5 კვერცხი ამოფუებამდე. შემდეგ მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. თაფლი, კარაქი და შაქარის კარგად უნდა შეერწყას კვერცხს. დაუმატეთ 15გ სოდა და 15მლ ძმარი. კარგად მოურიეთ.

3.აიღეთ 350გ ფქვილი, გაცერით და დაუმატეთ თაფლის მასას. ქვაბი ისევ წყლის აბაზანაზე მოათავსეთ დაახლოებით 1 საათი. ხშირად ურიეთ მასას.

4.დაიწყეთ კრემის მზადება. აიღეთ 1კგ ცხიმიანი არაჟანი და დაუმატეთ 250გ თაფლი. მოაყარეთ ვანილი, 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი და კარგად მოურიეთ.

5.მოხარშულ ცომს დაუმატეთ 250გ ფქვილი და მოურიეთ. ცომი გაყავით 6 ნაწილად და გააბრტყელეთ. გამოაცხეთ 190 გრადუსზე 10 წუთი.

გაგრილებული კრემი ათქვიფეთ მიქსერით და წაუსვით ფირფიტებს. ააწყეთ ტორტი და დატკბით შედეგით!

გემრიელდ მიირთვით!