არაჟანი რძით სახლის პირობებში

1902

არაჟანი – ერთ-ერთი უძველესი რძის ნაწარმია. მის მომზადებაში მტავარი რძეა. ამიტომაც 3% რძე უნდა იყოს საუკეთესო ხარისხის. ხოლო მეორე მთავარი ინგრედიენტია სიმჟამე, რომელიც იყიდება მაღაზიებში.

დესერტების ცხობისას ხშირად გვჭირდება არაჟანი. ამმიტომაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი დამოუკიდებლად მომზადება.

ინგრედიენტები

  • რძე 350მლ
  • კარაქი 200გ
  • სიმჟამე 1.5გ

მომზადება

1.დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ რძე 3,5% და კარაქი 82,5%. მიიყვანეთ დუღილამდე, ურიეთ განუწყვეტლივ.

2.ცხელი მასა დააბლენდერეთ 7-8 წუთი. შემდეგ ჩაასხით შუშის ბოთლში და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

3.თუ თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, მაშინ მის ზედაპირზე უნდა წარმოიქმნას ნადების ფენა. მოურიეთ ნაღებს და მოათავსეთ ქვაბში.

4.გააცხელეთ 35-40 გრადუსზე, დაუმატეთ სიმჟამე და კარგად მოურიეთ.

5.გამოწურეთ მომავალი არაჟანი და ჩაასხით ქილის ჯამში, მოათავსეთ მულტისახარშ ქვაბში. დააყენეთ 40 გრადუსზე და დრო 6 საათსა და 30 წუთზე. ან მოამზადეთ იოგურტის ფუნქციაზე 8 საათი.

6.შემდეგ მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათი.

მოცემული ინგრედიენტებით თქვენ გამოგივათ 500მლ არაჟანი. მოამზადეთ და იყავით დარწმუნებულები ხარისხში. გემრიელად მიირთვით!არაჟანი