არავითარი ხორცი, მხოლოდ ახალი ბოსტნეული და უდიდესი სიამოვნება

1630

ლავაში უნივერსალური რამაა, მისგან ტორტის მომზადებაც კი არის შესაძლებელი. ლავაშიანი კერძები ერთდროულად გარნირიც, დესერტიც ან ხემსიც შეიძლება იყოს, თანაც მოხერხებულია პიკნიკებზე ან სამსახურში წასაღებად.

გთავაზობთ მოამზადოთ ბიუჯეტური, სწრაფი და ძალიან გემრიელი ლავაში შიგთავსით ტაფაზე. წითელი კომბოსტოსა და კაშკაშა ბოსტნეულის წყალობით, კერძი ვიზუალურადაც ძალიან მიმზიდველია, ასე რომ მისით სადღესასწაულო სუფრასაც თამამად დაამშვენებთ. დაბალკალორიული ვეგეტარიანული კერძების მოყვარულებისთვის ეს ვარიანტი ნამდვილი აღმოჩენაა.

ინგრედიენტები

  • 1 ც ლავაში
  • 250 გრ წითელი კომბოსტო
  • 1 ც სტაფილო
  • 200 გრ ბულგარული წიწაკა
  • 1 ც მჟავე კიტრი
  • 20 გრ მწვანე ხახვი
  • 10 გრ კამა
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით წვრილად კომბოსტო, დაუმატეთ მარილი და დატოვეთ 10 წუთით. მოაცილეთ ზედმეტი სითხე და დაუმატეთ გახეხილი სტაფილო.

2. გახეხეთ მჟავე კიტრი, მოაცილეთ სითხე, დაუმატეთ ბოსტნეულს არაჟანთან და შავ პილპილთან ერთად.

3. გაშალეთ ლავაში, წაუსვით შიგთავსი. დაჭერით წვრილად ბულგარული წიწაკა, კამა, მწვანე ხახვი და მოაყარეთ.

4. შეახვიეთ ლავაში რულეტად, დაჭერით რამდენიმე ნაწილად, დაასხით ცოტაოდენი ზეთი ტაფაზე და ორივე მხრიდან შეწვით 2-2 წუთის განმავლობაში.

გირჩევთ ლავაში ბოსტნეულით მცირე რაოდენობით მოამზადოთ, რადგან ცივად თავის თვისებებს კარგავს. არაჟანი შეგიძლიათ მაიონეზით ჩაანაცვლოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!