არაბული ბლინები “კატაეფი”

293

ეს სადღესასწაულო კერძის საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია. საცარი გემო და არომატი აქვს. ორიგინალური ვიზუალის დამსახურებით, გვერდს ვერ აუვლით.

ინგრედიენტები

  • 125მლ წყალი
  • 250მლ რძე
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 200გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. მასა დაასვენეთ 5-10 წუთი. ჯამში არსებულ მასას დაუმატეთ წინასწარ გაცხელებული რძე და ათქვიფეთ.

2.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხბიერებელი, მოზილეთ თხევადი ცომი. დააფარეთ სამზარეულოსპირსახოცი და დაელოდეთ ცომის ამოსვლას.

ამ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ შიგთავსი ბლინებისთვის.

3.ამოფუებული ცომისგან შეწვით ბლინები დაბალ ცეცხლზე.

4.ერთი მხრიდან დაბრაწული ბლინი შეგიძლიათ აიღოთ ტაფიდამ და მისცეთ სურათზე არსებული ფორმა.

5.ამოავსეთ მომზადებული შიგთავსით ბლინის კონუსები და დატკბით.

გემრიელად მიირთვით!