ამ კერძის რეცეპტი ჩვენს ოჯახში ნამდვილი მონაპოვარია. 10 წუთი სავსებით საკმარისია

5096

მე და ჩემს მეუღლეს ერთი პატარა ოჯახური ტრადიცია გვაქვს. კვირის სამუშაო დღეებში საუზმის, სადილისა და ვახშმის მომზადება ჩემი პასუხისმგებლობაა, ხოლო ყოველ შაბათ-კვირა დღეს მეღულე ოჯახის წევრებს თავისი კულინარიული შედევრებით გვანებივრებს. ბოლო დროს ჩვენს ოჯახში ფავორიტად ხორცის პეროგი იქცა, რომლის გემო და არომატი – ნამდვილად შეუდარებელია!

დღევანდელ სტატიაში მუსრს, სწორედ მეუღლის რეცეპტი გაგიზიაროთ. ხორცის პეროგის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ, ხოლო მის გამოსაცხობად – დაახლოებით 30-40 წუთი. როდესაც მას პირველად დააგემოვნებთ, წარუშლელი შთაბეჭდილებები გარანტირებული იქნება.

ხორცის პეროგის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 650 გრამი ღორის ფარში
  • 6 კვერცხი
  • ფენოვანი ცომი
  • 50 გრამი ყველი მოცარელა
  • 15 გრამი ნიორი
  • 35 გრამი ოხრახუში
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა

მომზადება:

1. წინასწარ მოამზადეთ კვერცხი და ფარში. მოცემული კერძისთვის თქვენ დაგჭირდებათ ღორის ფარში და 4 ცალი კარგად მოხარშული კვერცხი. დარჩენილი 2 კვერცხი დაგვჭირდება კერძის მზადების მომდევნო ეტაპებზე.

2. 650 გრამ ღორის ფარშში ჩაამატეთ 1 კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დასრისეთ ნიორი, კარგად გარეცხეთ ოხრახუში, დაკეპეთ და ჩაამატეთ ფარშში. კარგად ამოურიეთ.

3. დაჭერით მოცარელა თხელ ფირფიტებათ. თქვენ ყველის დაახლოებით 9 ასეთი ფირფიტა დაგჭირდებათ.

4. პერგამენტის ქაღალდზე გაშალეთ ფენოვანი ცომი და მოათავსეთ მასზე ფარშის ნახევარი.

5. ცომის ზედაპირზე თანაბრად განაწილებული ფარშის ზემოთ განათავსეთ მოცარელას 5 ფირფიტა, შემდეგ კი 4 კარგად მოხარშული კვერცხი. კვერცხს ზემოდან დააფინეთ ყველის დარჩენილი ფირფიტები.

6. შემდეგი ფენა კვლავ ფარშისაა. დაფარეთ კარგად დარჩენილი ფარშით კვერცხი.

7. ფენოვანი ცომის ორივე თავისუფალ კუთხეზე გააკეთეთ 6 დიაგონალური ჭრილი დანით. შეუდექით მათ გადმოკეცვასა და პეროგის ფორმირებას (მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ დააკვირდეთ ფოტოს).

8. მორჩენილი ერთი კვერცხი კარგად ათქვიფეთ და ფუნჯის გამოყენებით წაუსვით ის გამოსაცხობად გამზადებულ ხორცის პეროგს.

9. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ კერძი დაახლოებით 30-40 წუთით. ხორცის უგემრიელესი პეროგი მზად არის!

10. ასეთი იქნება თქვენი კულინარიული შედევრი ჭრილში.

როგორც ხედავთ, ხორცის პეროგი ძალიან მარტივად მზადდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გამოცდილი მზარეული არ ხართ, მარტივად შეძლებთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტისთვის თავის გართმევას. ცადეთ და პირობას გაძლევთ, არ ინანებთ. ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუმასპინძლდით ამ უგემრიელესი კერძით თქვენს ოჯახის წევრებსა და სტუმრებს. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც!