ამ დესერტის მერე ბავშვებს ვერანაირი შოკოლადით ვერ მოისყიდით. 5 წუთში მთელი თვის მარაგი მზადაა

1404

თხილის გარეშე საკონდიტრო საქმე თავისი შარმის ლომის წილს დაკარგავდა. მისი მდიდარი და ამავდროულად რბილი გემო ტკბილეულს იდეალურად ეხამება. „გასტრონომიას“ რედაქცია გთავაზობთ ძალიან მარტივი და გემრიელი დესერტის რეცეპტს.

ეს დესრტი სულ რამდენიმე წუთში მზადდება, მაგრამ დიდ ხანს გეყოფათ. ორიგინალურ რეცეპტში გლუკოზას სიროფი გამოიყენება, მაგრამ ჩვენ ის მზა და ნატურალური კომპონენტით – თაფლით ჩავანაცვლეთ. ის გაამდიდრებს გოზინაყის გემოს და თუკი რძისა და თხილის შეხამება გიყვართ, გირჩევთ შედედებული რძეც დაუმატოთ. მოამზადეთ დიდი საცხობი ფორმა!

ინგრედიენტები

  • 225 გრ ნუში
  • 225 გრ ნიგოზი
  • 225 გრ არაქისი
  • 900 გრ შაქარი
  • 200 მლ თაფლი
  • 450 მლ წყალი

მომზადება

1. შეგიძლიათ მოამზადოთ თხილეულობის მიქსი ან მოამზადოთ ცალ-ცალკე. დაგჭირდებათ 300 გრ შაქარი,150 მლ წყალი, 70 მლ თაფლი და 225 გრ ნებისმიერი თხილი.

2. მოხალეთ თხილი გემოს გასაძლიერებლად.

3. ტაფაში დაამატეთ შაქარი, გახსენით წყალში და თაფლში და დაადნეთ.

4. გაანაწილეთ მზა თხილისა და კარამელის მასა ცხიმწასმულ პერგამენტზე და გააცივეთ. 5 წუთში დაჭერით, რათა შემდეგ მოხერხებული იყოს განცალკევება.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!