ალუბლის ღვეზელი – მსუბუქი ცომი და ბევრი მწიფე კენკრა – თქვენი წარმატების გასაღები!

1657

ალუბლის სეზონზე რთულია უარი თქვათ ისეთ გემრიელობაზე, როგორიც ალუბლის ღვეზელია. მაგრამ თუ მისი სეზონი ჯერ არ არის მაგრამ, გსურთ რაიმე სასიამოვნო მაოამზადოთ მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთქვისაა. ალუბალი შეგიძლიათ ალუბლის ჯემით ჩაანაცვლოთ. ამით მას არაფერი დააკლდება.

ინგრედიენტები: 

ცომი:

  • 400 გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 180 გ კარაქი, კუბებად დაჭრილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 60 მლ ცივი წყალი; დამატებით – თუ საჭიროა
  • 1 დიდი კვერცხის გული

გულსართი: 

  • 400 გ დაკონსერვებული ალუბალი, გადაწურული
  • 1 ფინჯანი (250 მლ) ალუბლის წვენი
  • 75 გ შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 დიდი კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი რძე

მომზადების წესი:

  1. ცომი: წაუსვით ცხიმი 23 სმ დიამეტრიან საცხობ ფორმას.
  2. ფქვილი, მარილი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ, სანამ მასის ტექსტურა წვრილ ნამცეცებს დაემსგავება.
  3. დაუმატეთ შაქრის პუდრი და ისევ აურიეთ.
  4. ცალკე ათქვეფილი წყალი და კვერცხის გული და თანდათან ჩაუმატეთ ფქვილის ნაზავს, სანამ ცომის კონსისტენციას არ მიიღებს. გააკეთეთ ორი გუნდა.
  5. შემოახვიეთ ცელოფანი და მაცივარში გააცივეთ 1 საათი.
  6. ცომი 5 მმ სისქეზე გაბრტყელეთ ოდნავ ფქვილმოყრილ დაფაზე. ერთი ფირფიტა გადაიტანეთ ფორმაში, ზედმეტი ცომი მოაცალეთ გვერდებიდან. მეორე გაბრტყელებული ნახევარი კი თეფშზე მოათავსეთ და ცომის ორივე ნაწილი მაცივარში გააცივეთ 30 წუთი.
  7. გააცხელეთ ელექტროღუმელი 200 გრადუსზე.
  8. გულსართი: საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ ალუბალი, შაქარი და ნუშის ექსტრაქტი. ცალკე პატარა ჯამში ჩაყარეთ სიმინდის სახამებელი და თანდათან დაუმატეთ ალუბლის წვენი, კარგად შეურიეთ.
  9. წვენი ჩაასხით ალუბლის ნაზავში და დადგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ მანამ, სანამ ნაზავი გასქელებას დაიწყებს.
  10. გულსართი ტარტის ყალიბში ჩაფენილ ცომზე გადაიტანეთ და თავზე კარაქი დაადეთ.
  11. მორჩენილი ცომი ზემოდან  დააფინეთ. გვერდები დაამაგრეთ. ზედმეტი ცომი მოჭერით.
  12. პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და რძე და ცომს გადაუსვით. ცომი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით, რათა ცხობის დროს ორთქლი გამოუშვას.
  13. აცხვეთ 40-45 წუთი, სანამ ცომი ოქროსფერ-ყავისფერს არ მიიღებს.
  14. სუფრაზე თბილი მიიტანეთ.