ალუბლის ღვეზელი ბუმბულივით ჰაეროვანი საფუარის ცომით 

539

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ალუბლის ღვეზელის რეცეპტს, რომელიც რძეზე მომზადებული საფუარის ცომით მზადდება. ღვეზელი ბუმბულივით ჰაეროვანი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ რძე
  • 25 მლ მცენარეული ზეთი
  • 1,4 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 5-6 გრ მშრალი საფუარი
  • 260 + 50 გრ ფქვილი (ერთად 310 გრ)
  • 400 გრ ალუბალი

მომზადების წესი:

1. ოთახის ტემპერატურის რძეში მცენარეული ზეთი ჩაასხით. 260 გრ ფქვილს მარილი, შაქარი და მშრალი საფუარი აურიეთ. ორივე მასა აურიეთ. ცომი ოდნავ წებოვანი გამოვა. აუცილებლობის შემთხვევაში ფქვილი კიდევ დაუმატეთ. ცომი საკვებ პარკში გაახვიეთ და მაცივარში 2 საათით გააჩერეთ.

2. სამუშაო ზედაპირს მცენარეული ზეთი წაუსვით. ცომი შუაზე გაყავით, ხელით ზეთში მოზილეთ და დაამრგვალეთ. ცომის ორივე ნახევარი ძეხვივით დაგორგლეთ და 6 ნაწილად გაყავით (სულ 12 ნაწილი), დაამრგვალეთ და შიგნით შეკეცეთ.

3. ახალი ალუბალი დაკურკეთ, გაყინული კარგად გაწურეთ. თითოეული ცომის ნაწილი თითებით გაწელეთ, ცენტრში 1 ჩ/კ ალუბალი დაუმატეთ, სწრაფად შეკარით ისე, როგორც ვარენიკი. ნაკერით ქვემოთ ცხიმ წასმულ პერგამენტზე დააწყვეთ. ასე 12-ვე ცომის ნაწილი გააკეთეთ.

4. ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და ამოსვლა აცადეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. ღვეზელი შეგიძლიათ ატმით ან გარგარით მოამზადოთ!

5. გემრიელად მიირთვით!