ალუბლის საოცარი პუდინგი

511

ეს ცხობილა ინგლისის ტრადიციული პუდინგი, იქ მას ხორცის შიგთავსითაც შეხვდებით. დღეს ჩვენ ამ კერძისგან განუმეორებელი დესერტი შევქმენით.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კვერცხი, რძე, ფქვილი და ცოტა ნაღები. საფუარის გარეშეც ნაზი ცომი გამოგივათ. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი კენკრა და ხილი.

ინგრედიენტები

  • ალუბალი 350გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • რძე 150მლ
  • ნაღები 50მლ
  • კარაქი 1 სუფრის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილის ექსტრაქტი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.გაასუფთავეთ ალუბალი თესლისგან. თუ თქვენ გაყინულ ალუბალს იყენებთ, მაშინ წინასწარ გაალღვეთ.

2.ათქვიფეთ კვერცხი 1 სუფრის კოვზ შაქრის ფხვნილთან ერთად. დაუმატეთ ვანილის ექსტარქტი, გააგრძელეთ თქვეფა, ნელა ჩაასხით რძე და ნაღები.

3.მასას დაუმატეთ ფქვილი ნელ-ნელა, კარგად ათქვიფეთ, რათა არ დაიჯირჯვლოს.

4.ფორმებს წაუსვით კარაქი. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და გააცხელეთ ფორმები 5 წუთი.

5.თითოეულ ფორმაში მოათავსეთ 10 ალუბალი, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!