სეზონური ნამცხვრების დრო დადგა! გუშინ გადავწყვიტე ყველაზე სწრაფი ალუბლისნამცხვრის მომზადება. რეცეპტი მართლაც უმარტივესია!
ამ დესერტისთვის გამოყენებული ცომი უნივერსალურია. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ხილი.
ინგრედიენტები
- 100გ კარაქი
- 150გ შაქარი
- 2 კვერცხი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 200გ ფქვილი
- 550გ ალუბალი
- მწიკვი მარილი
მომზადება
1.გამღვალი კარაქი და შაქარი ჩანგლით გადაურიეთ ერთმანეთს. კარაქი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მარგარინით. დაუმატეთ კვერცხი თითო-თითოდ და ათქვიფეთ ჩანგლით.
2.ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. მოურიეთ და დაუმატეთ კარაქის მასას. მოზილეთ ცომი.
ეს ცომი კექსის მოსამზადებლადაც გამოგადგებათ.
3.ალუბალს კურკა სარჭით მოაშორეთ და გარეცხეთ გამდინარე წყალში.
4.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და მოათვსეთ ალუბალი. ზემოდან გადაანაწილეთ ცომი.
5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
6.გამომცხვარ ნამცხვარს მოაშორეთ ქაღალდი და გადმოაბრუნეთ.
გემრიელად მიირთვით!