ალუბალი ჟელეში, ყველაზე ლამაზი და საიდუმლოებებით აღსავსე დესერტი ზამთრისთვის

774

ზაფხული მალე მიიწურება, ამიტომაც ახლავე უნდა დავიწყოთ ზამთრისთვის მზადება. დღეს ყველაზე გემრიელი და ორიგინალური დესერტის რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ალუბალი
  • 1,3კგ შაქარი
  • 1 შეკვრა ჟელესებური მასა პექტინით

მომზადება

1.პირველ რიგში კარგად გარეცხეთ კენკრა და მოაშორეთ კურკა.

2.გასუფთავებული ალუბალი ჩაყარეთ ქვაბში და მოაყარეთ ჟელესებური მასა. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ.

არ დაგავიწყდეთ რეგულარულად მორევა.

3.ადუღებისთანავე შეამცირეთ ცეცხლი ამ ეტაპზე დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ.

ისევ აადუღეთ. რის შემდეგაც დატოვეთ 5 წუთი მოსახარშად.

4.მანამ, სანამ გადმოიტანთ ცეცხლიდან მოაშორეთ ქაფი.

5.მიღებული კი გადაანაწილეთ სტერილურ ქილებში.

შეინახეთ მაცივარში. ან უბრალოდ გრილ და ბნელ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!