აი რატომ არ ვაქცევ ფასს ყურადღებას, როცა მაღაზიაში კონსერვს ვყიდულობ

526

მაცივარში ყოველთვის ვინახავ ბარდის კონსერვს. მისგან მარტივად და სწრაფად ვამზადებ კერძებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კონსერვის სწორად არჩევა. მე დღეს გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და მოგცემთ რჩევებს.

ჩემთვის იდეალური პროდუქტია ნაზი, რბილი, მოტკბო, მაგრამ არა მყარი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მწარმოებელს და ვარგისიანობას.

წარმოებისთვის გამოიყენება ტკბილი მოსავალი. ამ საკიტხე ინფორმაცია უნდა ეწეროს ქილაზე. თუ ეს წარწერა ვერ ნახეთ, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოთ ნახშირწყლების რაოდენობას. თუ 5გ ან ნაკლებია – მაშინ პროდუქტი მყარია. რბილის შემთხვევაში უნდა იყოს 6,5 და მეტი.

კიდევ ერთი ნიუანსი. თუ ეტიკეტზე მითითებულია “აღდგენილი”, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი მშრალი ბარდისგანაა მომზადებული. ასეთი ქილა შედარებით იაფია.

რატომ არის მნიშვნელოვანი წარმოების თარიღი

ტკბილი ბარდა გამოდი თუ მას აკონსერვებენ მდელოდან აღების შემდგომ მალევე. ამასთანავე ეს უნდა ხდებოდეს ამ ჩამოთვლილ თვეებში – ივნისი, ივლისი და აგვისტოს დასაწყისი. მოგვიანებით კი ბარდა იგროვებს სახამებელს. ეს კი მას უფუჭებს გემოს.

ზოგიერთი მწარმოებელი აკონსერვებს გადამწიფებულ პროდუქტს, რაც არასწორია. თუ კონსერვი წარმოებულია 07,08 თვეში – აუცილებლად ვყიდულობ.

რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ ბარდა მყარია

თუ ბარდა სტანდარტული გემოსია, მაგრამ მყარია, მისი გამოყენება შეგიძლიათ სუპებში და ბოსტნეულის რაგუში. თუ ბარდა მწარეცაა – მოთუშეთ და მოამზადეთ ნივრისა და რძის სოუსი.

მაგრამ თუ ბარდა სალათისთვის გინდათ, მაშინ არის ერთი მეთოდი. გადაასხით ქილიდან წვენი, მოასხით ბარდას ცხელი წყალი, დააფარეთ ქილას პოლიეთილენის პაკეტი და დაელოდეთ გაგრილებას. ეს მეთოდი ბარდას შედარებით რბილად აქცევს.