აი ასე მზადდება ყველაზე გემრიელი ჩახოხბილი

6009

ჩახოხბილის რამდენიმე ვერსია არსებობს. მას ამზადებენ, ძირითადად, ქათმითა და პამიდვრით; არსებობს გარეული ფრინველისა და კურდღლის ჩახოხბილიც. პამიდორთან ერთად ჩახოხბილში ამატებენ კვერცხსაც. თუ კერძს გარეული ფრინველით ამზადებთ, პამიდორი შეიძლება საერთოდ არ გამოიყენოთ და განსაკუთრებული გემოსთვის კოწახური დაამატოთ. დღეს გასტრონიმია გასწავლით თუ როგორ უნდა მოამზადოთ ყველაზე გემრიელი ჩახოხბილი.

ინგრედიენტები:

  • ქათამი – 250 გ
  • კარაქი ან ერბო – 20 გ
  • პამიდორი – 100 გ
  • ხახვი – 100 გ
  • ქინძი – 10 გ
  • რეჰანი – 10 გ
  • თეთრი მშრალი ღვინო – 50 მლ
  • მწვანე წიწაკა – 1 ცალი
  • მარილი და ნიორი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. დაჭერით კარგად გასუფთავებული და გარეცხილი ქათამი. ნაჭრები ჩაალაგეთ მოზრდილ ქვაბში, დაამატეთ კარაქი ან ერბო და ცოტა ხანს მოშუშეთ. შემდეგ დაამატეთ დაკეპილი ხახვი. დაახურეთ თავსახური და კიდევ მოშუშეთ, სანამ ხახვი არ დარბილდება. დაასხით ღვინო და ცეცხლს აუწიეთ. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კერძს პამიდორი დაუმატეთ.
  2. პამიდორი მოამზადეთ წინასწარ: გააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად ან სახეხზე გახეხეთ.
  3. ქათამი რომ მოიხარშება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, რეჰანი, მწვანე წიწაკა და გახეხილი ნიორი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.