აზიური ვეგეტარიანული როლები გულსართით

2389

მზა გულსართიან ფირფიტებს ყველა აზიურ მაღაზიაში შეხვდებით. მათი შეძენა ინტერნეტმარკეტებშიც შესაძლებელია. ბლინებს აზიური ტკბილი წიწაკის საწებელი უხდება.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ მიწის თხილის ზეთი
  • 1 ღერო ნიახური
  • 150 გ (ჭ) მუნგის მარცვლის ღივი
  • 90 გ გამხმარი შავი ჩინური სოკო
  • 60 გ სტაფილო
  • 50 გ (1 ჭ) ბამბუკის ყლორტები
  • 1 ჩ/კ სოიის საწებელი
  • 1 ჩ/კ სეზამის ზეთი
  • 1/2 ჩ/კ მარილი
  • 1/2 ჩ/კ შაქარი
  • 12 მზა ბლინი
  • 1 ს/კ თეთრი ფქვილი
  • 1 ს/კ წყალი
  • 250 მლ (1 ჭ) ვეგეტარიანული ზეთი

მომზადების წესი:

  1. მიწის თხილის ზეთი ვოკში გააცხელეთ და წვრილად დაჭრილი ნიახური მოშუშეთ, თან ურიეთ. დაუმატეთ მუნგის მარცვლების ღივები, ძალიან წვრილად დაჭრილი სოკო (მანამ სოკო 15 წთ დაალბეთ თბილ წყალში და გადაწურეთ), წვრილად დაჭრილი სტაფილო და ბამბუკის ყლორტები  კარგად მოშუშეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ. დაუმატეთ სოიის საწებელი, სეზამის ზეთი, მარილი და შაქარი.
  2. გულსართი 12 თანაბარ ულუფად გაყავით და თითოეული ულუფა ბლინის ფირფიტებში გაახვიეთ.
  3. ფქვილი და წყალი პატარა ჯამში შეურიეთ ერთმანეთს, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ და ბლინის ფირფიტებს კიდეებზე წაუსვათ, რომ შეწებდეს.
  4. შესაწვავი ზეთი საშუალო ზომის ტაფაში ან ვოკში დაახლოებით 190 გრადუსზე გააცხელეთ. თუ ზეთის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი არ გაქვთ, პურის პატარა ნაჭერი ცხელ ზეთში ჩააგდეთ, თუ ზედაპირზე ამოტივტივდა, ბუშტუკები გაუჩნდა და ოქროსფრად  შეიფერა, შეწვა დაიწყეთ.
  5. გულსართიანი ბლინები ოთხ ულუფად შეწვით. ისინი ოქროსფერ-ყავისფრად უნდა დაიბრაწოს.
  6. ტაფიდან ბრტყელპირიანი კოვზით ამოიღეთ და ქაღალდის ტილოზე დაწურეთ. სუფრაზე ცხელივე მიიტანეთ.

მუნგის მარცვალი – წვრილი წითელი ლობიო

ვოკი – იაპონური ჭურჭელი (მრგვალძირიანი ქვაბი), იყენებენ რაიმეს შესაწვავად…