8 სასარგებლო რჩევა იმაზე, თუ როგორ შევინახოთ პროდუქტი სწორად

1640

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 8 სასარგებლო რჩევას, თუ როგორ შევინახოთ პროდუქტი სწორად:

1. იმისათვის, რომ ორცხობილა არ გაფუჭდეს, შეინახეთ იგი პურთან ერთად.

ორცხობილას შესანახად პურის ერთი ნაჭერიც კი საკმარისია. ასე ორცხობილა შეიწოვს ტენიანობას პურისგან და რბილი იქნება.

2. შეინახეთ ბალახი ყინულში. 

ბალახების შენახვის საუკეთესო გზა მათი გაყინვაა ბულიონში, წყალში ან ზეითუნის ზეთში.

დაჭერით ბალახი, მოათავსეთ ყინულის ყუთებში და დაასხით სასურველი სითხე. მოათავსეთ ყინულის ყუთები საყინულეში, შემდეგ კი მზადების დროს კერძს დაუმატეთ გაყინული ბალახი.

3. შეინახეთ მწვანილი ქაღალდის ხელსახოცში. 

მეორე ვარიანტი: შეფუთეთ ისპანახი, სალათის ფურცლები და სხვა მწვანილი ქაღალდის ხელსახოცში. ხელსახოცი შეიწოვს ზედმეტ სითხეს, რომელიც მწვანილს არბილებს და მალევე აფუჭებს.

4. არ შეინახოთ პომიდორი მაცივარში. 

ძალიან ბევრი ადამიანი ინახავს პომიდორს მაცივარში, თუმცა, თუ მას ოთახის ტემპერატურაზე შევინახავთ, ოღონდ ჩრდილში, იგი აღარ იქნება მკვახე და მისი ფერი გაუმჯობესდება.

ერთადერთი გამონაკლისი-თუ პომიდორი ძალიან მწიფეა, თქვენ კი მისი შენახვა რამდენიმე დღით გსურთ, ასეთ შემთხვევაში მაცივარი საუკეთესო ვარიანტია.

5. პომიდორი უნდა შეინახოთ “ფეხებით” ზემოთ. 

ვინ იფიქრებდა, რომ პომიდორი ასეთი მომთხოვნი ბოსტნეული იქნებოდა? მაგრამ ეს ასეა! თუ პომიდორს ოთახის ტემპერატურაზე ჩაბრუნებულ მდგომარეობაში შეინახავთ, მასში უფრო ნაკლები ჰაერი შევა და უფრო დიდხანს გასტანს.

6. ამოავლეთ კენკრა ძმარში. 

ეს მოულოდნელი რჩევაა, მაგრამ თუ კენკრას სწრაფად ამოავლებთ წყლისა და ძმრის ნაზავში (3:1-ზე პროპორციით, გამოიყენეთ ვაშლის ძმარი) შენახვაის წინ, ძმარი გაანადგურებს ბაქტერიებს, რომელთა გამოც კენკრა ფუჭდება და ობს იდებს.

7. კვერცხი და რძის პროდუქტები მაცივრის სიღრმეში შეინახეთ. 

ადამიანების უმრავლესობა კვერცხსა და რძის პროდუქტებს მაცივრის კარზე ინახავს, მაგრამ მაცივრის კარი ყველაზე თბილი ადგილია, იგი თითქმის ოთახის ტემპერატურას ინარჩუნებს, ამიტომ, მასში ეს პროდუქტები მალე გაფუჭდება. შეინახეთ წვენი და სოუსი მაცივრის კარზე, ხოლო კვერცხი და რძის პროდუქტები-მაცივრის სიღრმეში მოათავსეთ.

8. შეინახეთ სატაცური ისე, როგორც ყვავილების თაიგული. 

მწვანე ხახვი, სატაცური და რამდენიმე ბოსტნეული უმჯობესია შეინახოთ ზუსტად ისე, როგორც ცოცხალ ყვავილებს ინახავთ. მოაჭერით ღეროები და მოათავსეთ წყლიან ქილაში ან ვაზაში, ზემოდან კი პაკეტი გადააფარეთ. ასე ბოსტნეული იქნება ახალივით და დარჩება ხრაშუნა.