7 სხვადასხვა სალათის რეცეპტი ყურძნის დამატებით

ყურძენი არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი სექტემბრის დასაწყისში. ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, იგი სწრაფად აღადგენს ძალასა და ენერგიას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს სტრესისგან.

მუქი კენკრის მიღება რეგულარულადაა რეკომენდებული გულისა და თირკმლების გასაძლიერებლად, ღია ფერის ყურძენი კი დიურეზული თვისებებით ხელს უწყობს “ქვიშის” გაწოვას ნაღვლის ბუშტიდან და თირკმლების გაწმენდას.

სალათი ყურძნით

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ექსპერიმენტების ჩატარებას და უჩვეულო ინგრედიენტების კომბინაციით რამდენიმე მსუბუქი, პიკანტური სალათის მომზადებას ყურძენთან ერთად.

სალათი “ტიფანი”

ყურძნის კენკრით გაფორმების წყალობით, ტიფანის სალათი გარეგნობით ძვირფასი ქვებისგან დამზადებულ დახვეწილ სამკაულს მოგაგონებთ. ალბათ, სწორედ ამის გამო მიიღო სალათმა ასეთი სახელწოდება.

ინგრედიენტები

  • 1 ქათმის მკერდი (შებოლილი)
  • 3 ც კვერცხი
  • 300 გრ ყურძენი
  • 100 გრ ბერძნული კაკალი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც კიტრი
  • 150 გრ მაიონეზი

მომზადების წესი

  1. თავდაპირველად მოამზადეთ პროდუქტი. ქათმის მკერდი დაჭერით კუბებად, ყველი და ბერძნული კაკალი წვრილად გახეხეთ. ყურძენი შუაზე გაჭერით.
  2. პირველ ფენად განათავსეთ ქათმის მკერდი.
  3. შემდეგი ფენა უნდა იყოს მსხვილად გახეხილი მოხარშული კვერცხი. კვერცხს ზემოდან მაიონეზი წაუსვით და ბერძნული კაკალი მოაყარეთ.
  4. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ და კვლავ მაიონეზი წაუსვით. საბოლოოდ გააფორმეთ სალათი. ფრთხილად დაალაგეთ ყურძნის ნახევრები სალათზე, შემდეგ კი ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, დანით ამოჭერით ფოთლები კიტრისგან.
  5. სულ ესაა, სალათი ყურძნით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ყურძნის მსუბუქი სალათი

ინგრედიენტები

  • 1 კონა სალათის ფურცელი
  • 1 მოხარშული ქათმის ფილე
  • 200 გრ ყურძენი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. მსხვილად დაჭერით სალათის ფურცლები.
  2. საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით ქათმის ფილე.
  3. თასში შეურიეთ ერთმანეთს სალათის ფურცელი და ქათმის ფილე.
  4. შემდეგ დაუმატეთ შუაზე გაჭრილი ყურძენი.
  5. შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი და დაჭყლეტილი ნიორი.
  6. მიღებული ნაზავი დაუმატეთ სალათს.
  7. მოაყარეთ სალათს მარილი და კარგად მოურიეთ.
  8. გემრიელად მიირთვით!

სალათი ყურძნით “იდუმალი”

ეს სალათი გაგაოცებთ ინგრედიენტების კომბინაციით და მოულოდნელი გემოთი.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ჭარხალი
  • 200 გრ კრაბის ჩხირები
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 200 გრ ყურძენი
  • 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე
  • 4 ს.კ. მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით
  1. მოხარშეთ და გაასუფთავეთ ჭარხალი. შემდეგ მსხვილად გახეხეთ.
  2. ასევე მსხვილად გახეხეთ მაგარი ყველი.
  3. კუბებად დაჭერით კრაბის ჩხირები და ქათმის ფილე.
  4. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ჭარხალი, ყველი, ქათმის ფილე და კრაბის ჩხირები. დაუმატეთ შუაზე გაჭრილი ყურძენი.
  5. ბოლოს დაუმატეთ მაიონეზი და მარილი, კარგად მოურიეთ. თუ ფიგურას უფრთხილდებით, ჩაანაცვლეთ მაიონეზი ნეიტრალური იოგურტით.
  6. გემრიელად მიირთვით!

სალათი “ბოშური რაფსოდია”

ინგრედიენტები

  • 300-400 გრ ყურძენი
  • 1/2 ქილა დაკონსერვებული ანანასი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 100 გრ მაიონეზი
  • 2 კბილი ნიორი

მომზადების წესი

  1. დაჭერით ყურძენი ორ ნაწილად, ანანასი კი კუბებად.
  2. გახეხეთ ყველი.
  3. დაჭყლიტეთ ნიორი და დაუმატეთ მაიონეზს.
  4. თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.
  5. სალათი ყურძნითა და ყველით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ლობიოს და ყურძნის სალათი

ინგრედიენტები

  • 1/2 ც პეკინური კომბოსტო
  • 250 გრ წითელი კონსერვირებული ლობიო
  • 250 გრ მწვანე ყურძენი
  • 15 გრ მდოგვის ფოთოლი
  • 1 ც ხახვი (თეთრი, სალათის)
  • 2 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 1 ს.კ. მდოგვის მარცვლები
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  1. დაჭერით კომბოსტო თხელ ნაჭრებად.
  2. გაჭერით ყურძენი შუაზე.
  3. გამდინარე წყლით კარგად გარეცხეთ დაკონსერვებული ლობიო.
  4. დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად, ყველი კი – კუბებად.
  5. მოამზადეთ საკმაზი მდოგვისა და ღვინის ძმრისგან. დაუმატეთ მას მარილი და პილპილი.
  6. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ღრმა თასში, ზემოდან საკმაზი მოასხით და კარგად მოურიეთ.
  7. სალათი მზადაა.

სალათი ქათმით, ყურძნითა და კაკლით

ინგრედიენტები

  • 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე
  • 150 გრ ყურძენი
  • 100 გრ ბერძნული კაკალი
  • 150 გრ სალათის ფურცელი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1-1,5 ს.კ. მდოგვი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 100 გრ იოგურტი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  2. წვრილად დაჭერით კაკალი. სალათის ფურცლები კარგად გარეცხეთ და დაჭერით.
  3. “ფიტნეს-მაიონეზის” მოსამზადებლად ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, მდოგვი, ლიმონის წვენი და იოგურტი.
  4. შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი და სალათს საკმაზი დაუმატეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ სალათს პილპილი და მარილი დაუმატოთ.

ცოცხალი ბროკოლის სალათი ყურძნით

ინგრედიენტები

  • 500 გრ ბროკოლი
  • 200 გრ შემწვარი მზესუმზირა ნაჭუჭის გარეშე
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 500 გრ ყურძენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დაჭერით უმი ბროკოლი.
  2. შუაზე გაჭერით ყურძენი.
  3. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ბროკოლი და ყურძენი. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  4. შემდეგ დაუმატეთ მაიონეზი და მოურიეთ, ზემოდან მზესუმზირა მოაყარეთ.
  5. სალათი არა მხოლოდ ძალიან ლამაზი და უჩვეულო, არამედ ძალიან გემრიელი გამოდის.
  6. სურვილისამებრ შეგიძლიათ სალათს წვრილად დაჭრილი ბეკონი დაუმატოთ.
  7. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი