11 პროდუქტი, რომლებიც აუცილებელია 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის

1330

სწორად კვება 50 წელს გადაცილებულთათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არასდროს. გარკვეული ასაკის შემდეგ კვების საჭიროება იცვლება ჰორმონალური ცვლილებების ან ნელი მეტაბოლიზმის შედეგად. გარდა ამისა, 50 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ ნაკლები კალორია, თუმცა, მათ სჭირდებათ უფრო მეტი ნუტრიენტები, რომ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ბალანსირებული კვება მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ 50 წელს შემდეგ იგი სრულებით აუცილებელი ხდება. აქ არის ჩამოთვლილი 11 პროდუქტი, რომლებიც ყველა 50 წელს გადაცილებულ ადამიანს სჭირდება:

1. პარკოსნები. 

მაღალი ქოლესტერინი, მეორე ხარისხის დიაბეტი და მუცლის დაავადებები-ამ ავადმყოფობებისგან თავის დასაღწევად, რაც შეიძლება ხშირად უნდა მიირთვათ ლობიო. იგი შეიცავს დიდი ოდენობით მცენარეულ ბოჭკოს, რომლის დეფიციტსაც ნებისმიერ ასაკში განვიცდით, თუმცა 50 წელს ზემოთ განსაკუთრებით. ასე რომ, ხშირად ჭამეთ ლობიო და სხვა პარკოსნები, ისინი გემრიელი, ნოყიერი და ძალიან სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის.

2. შვრია. 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი მამაკაცებში 45 წელს ზემოთ, ხოლო ქალებში-55 წელს ზემოთ მნიშვნელოვნად მატულობს. ამიტომ, უნდა მიირთვათ რაც შეიძლება ბევრი ისეთი პროდუქტი, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინს. შვრია ხსნადი ბოჭკოს იდეალური წყაროა, რომელსაც ბეტა-გლუკანს უწოდებენ, იგი უკავშირდება ქოლესტერინს და გამოდევნის მას ორგანიზმიდან.

3. ვაშლი. 

ვაშლი ცნობილია მრავალფეროვანი სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით: იგი შეიცავს დიდი ოდენობით C ვიტამინს (50 წელს გადაცილებული ადამიანების უმრავლესობა ვერ ღებულობს ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის საკმარის რაოდენობას), ასევე ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი B12). იგი ასევე შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც კიბოსა და დიდი რაოდენობით ბოჭკოს წინააღმდეგ გამოიყენება.

4. თხილეული.

თხილის ნებისმიერ სახეობაში დიდი ოდენობით გაუჯერებელი ცხიმი, მცენარეული სტეროლები და ასევე განსაკუთრებული ფლავონოიდების ოქსიდანტებია, რაც ამ პროდუქტს გულისთვის შეუცვლელს ხდის. მიირთვით ცოტაოდენი თხილეული ყოველდღე და იგი შესამჩნევად შეამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს. იგი ასევე შეამცირებს ქოლესტერინის დონეს საშუალოდ 5%-ით. თხილეული ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს, აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას, ასევე მხარს უჭერს ტვინის მუშაობას და ეხმარება 2 ტიპის დიაბეტის პრევენციას.

5. მწვანილი.

ისპანახი, ბროკოლი, კალე, სალათის ფურცელი-ეს ყოველივე კალციუმის წყაროს წარმოადგენს, რომლის აუცილებლობა მატულობს ასაკთან ერთად. რაც უფრო ხანში შევდივართ, მით უფრო ცუდად იწოვს ჩვენი ორგანიზმი კალციუმს და უფრო მეტად გვჭირდება ჩვენ იგი. კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც დიდი ოდენობით მწვანის მიირთმევენ, უფრო დიდი ხნით ინარჩუნებენ შემეცნებით შესაძლებლობებს, ვიდრე სხვა დანარჩენი.

6. კენკრა.

ნებისმიერი კენკრა ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის, რადგან ისინი შეიცავენ ფიტოქიმიკატებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტვინში სისხლის მიწოდებას და ამავე დროს ამცირებენ ანთებით პროცესს. კენკრა ამცირებს ასაკთან დაკავშირებულ მეხსიერების დაკარგვასა და ალცჰეიმერის განვითარების ალბათობას. გარდა ამისა, კენკრა შეიცავს ძალიან დიდი ოდენობით ბოჭკოს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

7. იოგურტი. 

ოსტეოპოროზის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 1200 გრ კალციუმის მიღება. კალციუმის იდეალური წყარო კი სწორედ იოგურტი გახლავთ, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი რძე. გარდა ამისა, იგი ამცირებს ალცჰეიმერის განვითარების რისკს და ასაკთან დაკავშირებულ დემენციას, ვინაიდან ეს პროდუქტი არის ტვინის მუშაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტის წყარო, რომელსაც გლუტათიონი ეწოდება.

8. სტაფილო. 

სტაფილო მდიდარია ძლიერი ანტიოქსიდანტებით კაროტეოიდებით, რომელთაც აქვთ კიბოს საწინააღმდეგო პოტენციური დამცავი თვისებები. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც მიირთმევენ სტაფილოს, ფილტვის კიბოს განვითარების რისკი დაბალია. გარდა ამისა, სტაფილოში არსებული ბეტა-კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ეხმარება თვალს მჟავური დისტროფიისგან დაცვაში.

9. ჭარხალი.

ჭარხალი აძლიერებს ენერგიულობას, ტვინის ფუნქციონირებასა და გულის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ამ პროდუქტში შემავალმა განსაკუთრებულმა ნივთიერებებმა შესაძლოა შეამცირონ არტერიული წნევა და გააფართოვონ სისხლძარღვები. ჭარხალი მდიდარია A და C ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ბოჭკოთი და მიკროელემენტებით-კალციუმით, კალიუმით, მანგანუმითა და რკინით.

10. შავი შოკოლადი.

ყოველდღიურად მხოლოდ 30-60 გრ შავი შოკოლადი საკმარისია იმისთვის, რომ შეამციროს ზეწოლა და ცუდი ქოლესტერინი, დაგიცვათ გულის დაავადებებისგან, დაიცვას თქვენი კანი ულტრაიისფერი სხივებისგან და გაგიუმჯობესოთ ტვინის მუშაობა. შავი შოკოლადი შეიცავს ბოჭკოს, მანგანუმს, რკინას, სპილენძს, კალიუმს, ფოსფორს, თუთიას, სელენსა და მაგნიუმს. შავი შოკოლადი ასევე აუმჯობესებს განწყობას, რადგან იგი ათავისუფლებს ენდორფინს.

11. ავოკადო.

ავოკადო თითქმის 20 სახის ვიტამინებისა და მიკროელემენტების იდეალური წყაროა, მათ შორის, კალიუმის, სპილენძის და B, C, E და k ვიტამინების. ავოკადოს რეგულარული მიღება მოგანიჭებთ გულისთვის საკმარის სასარგებლო გაუჯერებელ ცხიმებს და დაგეხმარებათ წნევის რეგულირებაში.