ხაჭოს მობრაწულა ახლებურად: კივი მას სარესტორნო ჩიზქეიქად აქცევს

1260

ბევრ ადამიანში ხაჭოს მობრაწულა ბავშვობასთან ასოცირდება და ბავშვობაშივე რჩება. ზოგს ბაღიდანვე მობეზრებული აქვს ტკბილი ხაჭო და ქიშმიში, ზოგს კი ასეთი რეცეპტი ძალიან პროზაიკულად ეჩვენება. ნებისმიერ შემთხვევაში, “გასტრონომიას” თქვენთვის აქვს რეცეპტი, რომელიც მათაც კი მოეწონება, ვინც მობრაწულას არ ცნობს.

მხოლოდ ერთ კივს შეუძლია გემოს რადიკალურად შეცვლა: სასიამოვნო სიმჟავეს შემატებს და მობრაწულას წვნიანს გახდის. რა თქმა უნდა, ერთი ცალი ეს მხოლოდ შიგთავსისთვისაა საკმარისი, მოსართავად კიდევ ერთი კივი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 2 ც კივი
  • 190 გრ ხაჭო
  • 40 გრ მანანის ბურღული
  • 70 მლ კეფირი
  • 100 გრ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ზეთი

მომზადება

1. შეურიეთ კვერცხი და ხაჭო, დაამატეთ შაქარი, მანანის ბურღული, ფქვილი და ყველაფერს კარგად მოურიეთ.

2. დაასხით კეფირი და ურიეთ, სანამ მასა ერთგვარი არ გახდება. დაამატეთ სოდა და დადგით ცომი 30 წუთით.

3. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, ჩაასხით ნახევარი ცომი. გათალეთ და დაჭერით რგოლებად კივი, მოათავსეთ ცომზე, დაასხით დარჩენილი ცომი.

4. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. მიირთვით ცივად ან ცხლად არაჯანთან ერთად. ულუფა ორ ადამიანზეა გათვლილი, ამიტომ, სურვილისამებრ შეგიძლიათ გაზარდოთ ინგრედიენტების რაოდენობა.

ნამცხვარი ასევე შეგიძლიათ მორთოთ თხილით, ნუშით ან ნიგვზით. მოგეწონათ რეცეპტი? მაშინ გაუზიარეთ იგი მეგობრებს!