ძალიან უცხო და ყველასთვის საყვარელი მწვადის კატლეტი

1027

ეს რეცეპტი მეც ახლახანს ჩავიგდე ხელში. პირველად ჩემს მეგობართან გავსიჯე კატელრტი, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები მწვადის გემო ჰქონდა. ამ კერძმა ჩემში დიდი მოწონება და ინტერესი აღძვრა, ამიტომაც მეც გადავწყვიტე მისი მომზადება.

ეს კერძი ძალიან გამოადგებათ დედებს, რომლებსაც დროის ნაკლებობა აწუხებთ. შეზავებული ხორცი შეგიძლიათ შეინახოთ და ნებისმიერ დროს შეწვათ.

ღორის წვნიანი კატლეტები

დღეს ჩვენ ამ წვნიანი და არომატული კატლეტების რეცეპტს გაგიზიარებთ. შიგნით ფაფუკი და გარედან დაბრაწული, ძალიან მოეწონება ყველას.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ღორის ხორცი
  • 3 ნაჭერი პური
  • 3 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 1 ლიმონი
  • 1-2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • მწვადის სანელებლები გემოვნებით
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • საფანელი

მომზადება

1.3 ნაჭერი პური მოათავსეთ ღრმა ჯამში და დაასხით წყალი.

2.ხორცი უმჯობესია გამოიყენოთ ღორის მხრის და კისრის ნაწილი – კერძი გამოვა უფრო წვნიანი. დაჭერით ხორცი და ორივე მხრიდან დაამარილეთ.

3.მსხვილად დაჭერით 3 დიდი ხახვი, მოათავსეთ ჯამში, დაამარილეთ და დაჭყლიტეთ. ხახვს დაუმატეთ ხორცი, მოასხით ერთი ლიმონის წვენი ან 0,5-1 სუფრის კოვზი 9% ძმარი.

4.ხორცს დაუმატეთ 2 კვერცხი და მოაყარეთ შერჩეული სანელებლები. პროპორციები გათვალეთ თქვენივე გემოვნებით.

დაუმატეთ მდოგვი და გამოწურული პური. კარგად მოურიეთ, გადააფარეთ პაკეტი და მაცივარში მოათვასეთ 60 წუთი.

5.ხორცს დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და ნიორი. პროპორციები გემოვნებით გათვალეთ. მოურიეთ და შემდეგ გამოატარეთ ხორცსაკეპში.

ფარშიდან გამოყოფილი სიტხე გადაღვარეთ და დაამარილეთ გემოვნებით. თუ თქვენ რეცეპტში მიტიტებული რაოდენობით გამოიყენებთ ხხვს, მაშინ საჭიროა სახამებლის დამატება – თუ ნაკლებს გამოიყენებთ სახამებელი აღარ იქნება საჭირო.

6.ფარში აიღეთ სუფრის კოვზით, ამოავლეთ საფანელში. კარგად შეწვით და აალაგეთ ფოლგით ამოფენილ ფირფიტაზე.

7.ზემოდან დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი. გააგრილეთ 15 წუთის განმავლობაში.

8.სულ ეს იყო. უგემრიელესი კატლეტები მზად არის!

ამ კერძს აქვს საოცარი გემო და არომატი. გემრიელად მიირთვით!