შეფმზარეულის რჩევები: 7 მეთოდი, როგორ მოვამზადოთ წარმოუდგენლად გემრიელი ბოსტნეული ორთქლზე

1082

ბოსტნეულის მომზადების ერთ–ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი ორთქლის გამოყენებაა. ეს მეთოდი არა მხოლოდ სწრაფი და მსუბუქია, არამედ პროდუქტის კვებითი ღირებულების სრულად შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ორთქლით დამუშავების დროს ბოსტნეული თავის ფერს ინარჩუნებს. თუმცა ბევრი თვლის, რომ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულის გემო ძალიან მტკნარია.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 7 პროდუქტს, რომელიც შეგიძლიათ ბოსტნეულს ამ მეთოდით მომზადების დროს დაუმატოთ და ამით მათი გემო გააუმჯობესოთ.

ბოსტნეული ორთქლზე

1. ახალი ბალახები

ახალი მწვანილის (მაგალითად, ოხრახუში, კამა, ბეგქონდარა) მთელი ტოტები ორთქლზე მომზადების დროს ბოსტნეულის ქვაბს დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ დაჭრილი მწვანილები უკვე მომზადებულ ბოსტნეულს მოაყაროთ.

2. ნიორი

დაჭრილი ნიორი დაუმატეთ კერძს, რომელიც მზადდება. შეგიძლიათ ასე მოიქცეთ: მზა ბოსტნეულს გახეხილი ნიორი და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.

3. კოჭა

წვრილად დაჭრილი კოჭა ორთქლსახარშის ძირში მოათავსეთ, ზემოდან კი ბოსტნეული დაუმატეთ. კოჭა შეგიძლიათ ზეითუნის ზეთში შეწვათ და მოთუშულ ბოსტნეულს აურიოთ.

4. ლიმონი

რამდენიმე ლიმონის ნაჭერი ან ცოტა ლიმონის ცედრა ბროკოლს, მწვანე პარკოსანს ან ყაბაყს დაუმატეთ. შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაუმატოთ წყალს, რომლითაც ბოსტნეული მზადდება.

5. ზეითუნის ზეთი

მომზადების წინ ბოსტნეული რამდენიმე წამით ზეითუნის ზეთის, მარილის და დაფქული შავი წიწაკის კლასიკურ კომბინაციაში ჩაალბეთ.

6. სოიოს სოუსი

რამდენიმე სუფრის კოვზი სოიოს სოუსი უშუალოდ მდუღარე წყალს დაუმატეთ.

7. ძმარი

ტკბილი ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო და ბულგარული წიწაკა, მომზადების წინ ბალზამის ძმარს აურიეთ.

ეს პროდუქტები ორთქლზე მომზადებულ ბოსტნეულთან კომბინაციაში შესანიშნავი კერძები იქნება მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ეს კარგი განწყობის, ახალგაზრდობის და სილამაზის თანამედროვე გასაღებია. სწორად და გემრიელად იკვებეთ!