შესანიშნავი ხემსი, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ ქმარსაც კი მოეწონება

1948

კულინარიაში ძალიან მნიშნვნელოვანია ფანტაზიის უნარი: შეგიძლია ინგრედიენტები ისე შეუხამო, რომ არაჩვეულებრივი კერძი გამოვიდეს. ტერენდისი ქაშაყით არავის დატოვებს გულგრილს: მომზადება იოლია, სწრაფად კლავს შიმშილის გრძნობას და აღგავსებს ენერგიით.

ინგრედიენტები

  • 4 ც კიტრი
  • 250 გრ ქაშაყი
  • 400 გრ არაჟანი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 1 კონა კამა
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ჩაასხით თასში ნახევარი ჭიქა ცივი წყალი, გახსენით ჟელატინი და დატოვეთ 20 წუთით.

2. დაჭერით ხახვი კუბებად, დაუმატეთ ძმარი, დაასხით მდუღარე წყალი 1 წუთით, შემდეგ გადაღვარეთ მდუღარე, გაავლეთ ცივ წყალში და გააშრეთ.

3. გაჭერით შუაზე კიტრი, რბილობი დაჭერით კუბებად. მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 10 წუთით.

4. დაჭერით კუბებად ქაშაყი. მოაცილეთ ცვენი კიტრს და შეურიეთ არაჟანი. ჟელატინიანი წყალი აადუღეთ, შემდეგ დაუმატეთ არაჟანს.

5. დაამატეთ არაჟნის მასაში ხახვი, კიტრი, ქაშაყი, მწვანილი და პილპილი. კარგად მოურიეთ და გადაანაწილეთ ჭიქებში. მოათავსეთ მაცივარში 5-6 საათით.

ასეთი მარტივი ხემსი აღაფრთოვანებს თქვენს სტუმრებს. სცადეთ მომზადება და რეცეპტი ძალიან პოპულარული გახდება თქვენს მეგობრებში. თუ კერძის გამრავალფეროვნება გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ საყვარელი სუნელები. გაუზიარეთ ახლობლებს ტერენდისის მომზადების საიდუმლოებები.