ქამა სოკო ყველით

2133
field mushrooms with cheese on kitchen table

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც თქვენ ქამა სოკოს საუკეთესო კერძად აქცევთ.

წვნიანი და მადისაღმძვრელი კერძი ნაზი სიმჟავით და რბილი ყველით, თქვენი მაგიდის მშვენება გახდება.

ქამა სოკო ნივრით და ყველით

ინგრედიენტები

  • 10 ქამა სოკო
  • 50გ ყველი
  • 1 კბილი ნიორი
  • ნახევარი წიწაკა ჩილი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ სოკო

2.დაჭყლიტეთ ნიორი, წვრილად დაჭერით წიწაკა ჩილი, დაჭერით ოხრახუში.

3.ჯამში მოათვსეთ ნიორი, წიწაკა ჩილი, ზეითუნის ზეთი, ოხრახყში და ლიმონის წვენი.

4.ეს მასა შეაზილეთ სოკოს და დატოვეთ 30-40 წუთი.

5.მსხვილად გახეხეთ  ყველი.

6.გახეხილი ყველით ამოავსეთ სოკო.

7.სოკო ძირით ზემოთ მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და 200 გრადუსზე გამოაცხვეთ 15-20 წუთი.

8.ამ რეცეპტის გაუმჯობესება ხახვით შეგიძლიათ.

9.წვრილად დაწერით ხახვი.

10.გაასუფთავეთ სოკო, მოაჭერით მას ფეხი და დაჭერით წვრილ კუბიკებად.

11.ხახვი და დაჭრილი სოკოს ფეხი მოთუშეთ ტაფაზე.

12.მიღებული შიგთავსით ამოავსეთ სოკო.

13.ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ ღუმელში 20 წუთი.

14.უგემრიელესი სოკო მზად არის. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ ყველაფერი გენიალური – მარტივია. კულინარიული სასწაულის მოსამზადებლად არ არის საჭირო ღუმელთან 2 საათი დგომა.